შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს....
45, Тбилиси, Грузия

შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი,
თვალებში ლურჯი ზმანება ელავს…
წვიმის წვეთები აპობს გუბეებს,
როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს…
ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი,
შენი სხეული ცეცხლად ანთია
და შენი კაბა ტანზე შემთხვევით
შემოხეული ღამის ლანდია…
ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა…
თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა…
დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც
შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა…
ახლა შენა ხარ ჩემი ცხოვრება
და, როცა დილა თენდება, ვხარობ…
მე აღარ მინდა დროის დაკარგვა
და რაც დავკარგე იმასაც ვნანობ…
მე შენ მიყვარხარ და ეს სიტყვები
ჩემს გამოხედვას დაღად ატყვია…
შენ ლექსად აღარ გამოითქმები
და არ დამატყობ გულზე ნატყვიარს…
და ახლა, როცა ამ ლექსს ბუტბუტებ,
ჩემი ცხოვრება შენ ხელში ფეთქავს…
მიყვარხარ, მინდა, ამის გჯეროდეს
და ამ სიყვარულს პასუხი ეთქვას…

[მიხეილ სამხარაძე]

4 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут