ძვირფასია ის რასაც ვერასოდეს იყიდი
41, Тбилиси, Грузия

ცხოვრება პატარა წიგნს წააგავს. მისი ფურცლები ისე სწრაფად იშლება, რომ წაკითხვასაც ვერ ასწრებ. დღეები მიდიან და ფურცლებიც ნაწერით ივსება. გაივლის ჟამი, მოხუცდები და წიგნიც ბოლომდე შეივსება. აიღებ წიგნს და თვალს გადაავლებ შენს ცხოვრებას. ჯერ დაფიქრდები. სარჩევს თითს ჩააყოლებ. ნახავ გვერდს და დაიწყებ კითხვას. კითხულობ და თვალზე ცრემლი გადგება. ფიქრობ, რა უცებ გასულა სიცოცხლე, რა მალე შევსებულა ცხოვრების ფურცლები... ფურცელს გადაშლი, დაჭმუჭნული და ჩაკეცილი ფურცელი შეგხვდება. ეს ხომ შენი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული გვერდია. ჩაკეცილს გაასწორებ და ფურცვლას განაგრძობ. იფიქრებ, დრო გავა და როგორმე გასწორდებაო, მაგრამ ნუ გეგონება, რომ სანამ წიგნის ბოლოში გახვალ გასწორდეს, ვერა მეგობარო, ვერა! ისევ განაგრძობ კითხვას, გადააწყდები სანიშნს, დაგაინტერესებს და გვერდს ჩაიკითხავ, გაგეღიმება, ნოსტალგიაც შემოგაწვება და დანანებით იტყვი – “ეჰ, რა დრო გასულა”, ცრემლსაც მოაყოლებ... ახლა სხვა გვერდზე გადაშლი, თავს გააქნევ და ჩაიბუტბუტებ, “წუთისოფელო, რა უსამართლო ხარ” და შემდეგზე გადახვალ. აქ ღმერთს მადლობას შესწირავ ბედნიერებისთვის. წიგნის ბოლოში ცხოვრების ანალიზს წაიკითხავ, დაითვლი ბედნიერი ცხოვრების ფურცლებს, შემდეგ კი მტკივნეულს, ბოლოს შეაჯამებ. დაინახავ, რომ ბედნიერი ჭარბობს და ამაყად წამოიძახებ –“შეჩერდი წამო, რა მშვენიერი ხარ!”

2 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут