Дневник пользователя G k

G k
32, Тбилиси, Грузия

09.07.2012

იცი რომ წასვლაა პირველი მიზეზი

აქ მოსვლის, ამბობ ხშირად,
ეგ კარი ძვირფასო ბოლომდე გააღე,
მე სხვა სიცივით მცივა.

ექსკურსი თვალების, სხვა მხარეს გარბიან,
ასე გერევა ბრაზი,
სისუსტეს საკუთარ, ვამართლებ მარტივად,
ატანა არ გაქვს ამის.

ევა კი ხალხმრავალ ქუჩიდან მოვიდა,
შენ სულ არ გავხარ ასეთს,
საკუთარ თავთანაც არასდროს წოლილხარ,
სხვას როგორ დაგაბრალებ.

მოგყვები, ვფიქრობ, რომ ეს ჩემი მზეა და
ჩვენი საერთო პაი,
თუუმცა კი კაცი სულ მოაღალატეა,
თუნდაც თვალებით მაინც.


16.11.2011

О

| ```` /А^А ```` |
-+- `` /А^А^А `` -+-
| /А^А^А^А |
A (Y^Y^Y^Y^Y) A
.^А^. vYvYvYv/ .^А^.
(^А^А^) `ППППППП` (^А^А^)
‘vWv’ `/ШПППППШ` `vWv’
ППП `/AAAAAAAAA` ППП
ПпAпП |AAAVАVAAA| ПпAпП
// | | |ПП/| |ПП|/ | | \
П|__|_|__|ПП_|_|_ПП|__|_|__|П
П|ППППППП|ППППППППП|ППППППП|П

П| |ППППППППП| |П

П| _/A_ |ПППVAVППП| _/A_ |П
П|’ | | ‘|ПП/ | ПП|’ | | ‘|П
П|__|_|__|ПП|-+-|ПП|__|_|__|П
П|_______|ПП| | |ПП|_______|П
ПППППППППППП|_|_|ПППППППППППП
/_______


08.10.2012

ახალი?
ახალი უშენოდ?...რა უნდა მოხდეს ახალი...
..როგორ ვარ?
ისე მკითხე თუ?..მართლა არ იცი პასუხი...
მიყვარხარ?

წუთში სამოც წამს...
ამოსუნთქვა ხარ ყოველი...
ლექსები?
ჩემი საუნჯე
ჩემი უთქმელი გრძნობები..
მომენატრები?
აქ რომ ხარ...
ამ წამსაც კი მენატრები..
ცრემლები?
შენ რა...? შენიშნე?
არადა ისევ ვმალავდი


11.01.2013

თუ გულში ლამაზი ოცნება ჩასახლდა,

შენს სახელს დავარქმევ ჩემს ყველა სახატეს,
რადგან ხვთისმშობლის ლამაზმა თითებმა,
ჩემს სულში შენი აჩრდილი დახატეს.

მე შენ მიყვარხარ, უკვე დაგეძებ,
შემომეჩვია მელანქოლია,
ასეთ უხილავ უცნობ სიყვარულს,
თურმე თავისი ხიბლი ჰქონია.

ფიქრით შენთან ვარ, საქმით კი არა,
სიზმარში გხედავ, ცხადში კი არა,
გული გეძახის მითხარი სად ხარ?
მითხარი ძვირფასო რატო არ ჩანხარ?

ხატზე ჩამოსული ცრემლი გინახავს?
ვლოცულობ შენზე და არ ვიცი ვინა ხარ.
შენს ლამაზ სახელს და ლამაზ სულს ვფიცავარ,

ძალიან, ძალიან, უზომოდ მიყვარხარ


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут