Дневник пользователя rezi07

rezi07
38, Рустави, Грузия

ავტორი:ვაჟა–ფშაველა

შენმა სურვილმა დამლია,

შენზე ფიქრმა და სევდამა,

შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,

გულის თვალებით ხედვამა;

მაოცებს შენი გამზდელი,

ვინც შენ გაგზარდა დედამა...

კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,

მე გულს მაწევხარ ნისლადა,

მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,

გულზე მობმულო ღვიძლადა.

მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:

ვერ ვძლევ შეჩვეულს გრძნობასა.

მთელის ხმელეთის სწორი ხარ,

ვინ მიზამს შენოდნობასა?

ვინა სთქვა: “ტრფობა ბერდება

და სატრფიალო საგანი,

ყინულის ეკალს დაისხამს

წამწმები ცრემლით ნაბანი,

ცრემლითა ნასურვილევით,

დრო რა გაივლის და ხანი?!”

ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,

დამხურეთ მიწის საბანი,

თუ ჩემს შენდამი სიყვარულს

დაეკლოს ერთი ცვარია.

თუმცა რაც პირველად გნახე,

მას შემდეგ კარგა ხანია,

ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს

თუ…


მე მინდა მუდამ გფარავდეს ღმერთი
წყალობა მისი,სინათლე მზისი
გისურვებ ლამაზ დღეების ტკბობას
და მოგილოცავ დღეს გიორგობას !


**********


წმინდაო გიორგი,წმინდათა წმინდავ
ეს სათხოვარი მე შენთვის მინდა,
გთხოვ დაიფარე ამის მკითხველი
და ყველა განცდა მოუსპე გზიდან


**********

ამ გიორგობა დღესაო,
ლოცვას გიგზავნი ბევრსაო,
იხარე, იბედნიერე,
არ შეუშინდე წლებსაო,
გფარავდეს წმინდა გიორგი
აწ და მრავალსა წელსაო!


 8 მარტს გილოცავ 8 ვარდით ხელში, 8 ასჯერ გეტყვი მიყვარხარ კარგო, უზომოდ მინდა ეს წრფელი გრძნობა. შენს ფაქიზ გულში სათუთად ჩავრგო… 8 ჯერ ჩავხედავ შენს ლამაზ თვალებს, დავიკარგები უძირო ზღვაში, მე შენ მიყვარხარ მინდაიცოდე და არასოდეს არ გაგცვლი სხვაში…


30.05.2015


მიხო ვალებშია გაჭედილი არ იცის რა ქნას. გადაწყვეტს თავი მოიკლას. ჩამოკიდებს ბაწარს, სკამს შეიდგამს რა დროსაც შაქრო შეუსწრებს.
– რას შობი მიხო?
– თავი უნდა მავიკლა, გასაქანი არ მაქ, მევალეები მახრჭობენ
– მერე ვერან, შენ რო მაჰკვდები შენს შვილებს უტოვებ ვალებ?
– მა რა ვქნა ჯო?
– რა ქენი და სული მაინც მიყიდე ეშმაკსა, მაინცა დაღუპული ხარ და ცოლშვილსა მაინც უშველი.
დაუჯერებს მიხო, იქვე დაკლავს შავ კატას, შავ სანთლებს აანთებს, პენტაგრამას მოხაზავს. ამ დროს დაბნელდება ცა, იქუხებს-იელვებს, გაიხსნება მიწა ამოვარდება ალი და ამ ალში დგას ერთი პატარა ეშმაკუნა რქებით. ცალ ხელში პატარა სამკაპი უჭირავს, მეორეში ნაყინი და თან ნაყინს ლოკავს. უყურებს ეს მიხო გაშტერებული. როგორც იქნა,…


კაცი მიდის უდაბნოში. წყურვილი კლავს. ხედავს შენობაა და იქ მეგრელი ზის.
-წყალი თუ შეიძლება.
-წყალი არ მაქვს, სამაგიეროდ ძალიან ლამაზი ჰალსტუხები მაქვს. აირჩიე...
-კაცი არ ხარ, რა დროს ჰალსტუხია, ვიხრჩობი, ერთი ჭიქა წყალი გექნება …
-არა მაქვს წყალი. ერთ კილომეტრში ჩემს ბიძაშვილს რესტორანი აქვს, იქ შეგიძლია წყლის დალევა
ერთი საათის შემდეგ უკან მოხოხდა პირგამშრალი კაცი.
-მომეცი შენი დაწყევლილი ჰალსტუხი. შენი ბიძაშვილი უჰალსტუხოდ რესტორანში არ მიშვებს... :(


 – რა არის მრავალფეროვნება? – ეკა, ლიკა, მაკო... – აი, ეს არის მრავალფეროვნება. – აჰა, გასაგებია – ზუკა, გუკა, კაკი... – ეეე... შენ ბოზობას მრავალფეროვნებაში ნუ ურევ!!!


ავტორი:ვაჟა–ფშაველა

(ვუძღვნი ახალგაზრდა მგოსნებს)

არცრა ტანთ მცვია, არც ფეხთა,
დავდივარ დედიშობილა,
მეც იმათ ჯოგიდამა ვარ,
ვინც სიღარიბით ცნობილა.
ამ წუთისოფლის თორნეში
ბევრი სხვა გამოცხობილა.
ჩემს გარდა ასეთ ყოფაში
მრავალი სხვაცა ყოფილა.
ყველას სამარე მიგველის,
ვინც დედის მუცლით შობილა.
საგმობიც ვიყო, ქედს არ ვხრი,
თავი მდიდარი მგონია,
ისეთი, თქვენმა ძმობამა,
ჯერ არვის გაუგონია.
მთლად მე მეკუთვნის ქვეყანა:
მთაში _ მთა, ბარად _ ბარია,
ზღვა და ხმელეთი ერთიან,
ცას _ ვარსკვლავების ჯარია,
დილით მზე მანათობელი,
ღამის გუშაგი მთვარია,
მდიდართ სიმდიდრით ღიღინი,
ბეჩავთ ქვითინი მწარია,
ავდარი, ჟინჟლი, ცის ქცევა,
ცა მოწმენდილი, დარია;
დილით გაფურჩნა ვარდისა,
მთელი იმისი გვარია;
ია, უღრან ტყეს მოსული,
თალხკაბა, ენამტკბარია,
კლდის თავს გაშლილი პირიმზე, _
მთის სასახელო ქალია;
მარგალიტივით მდელოზედ
ბრჭყვიალა დილის ცვარია.
ზამთრის ზვავების ქუხილი,
გაზაფხულს წვიმის ღვარია,
იქ ჯოჯოხეთი, სამოთხის
თუ დამიკეტეს კარია.
ხარს ვგევარ ნაიალაღარს,
რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ,
ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!…


მაღალ-ახადით გავხედავ,

სამოთხეს კარი ეღება:

ალავერდი სჩანს, კახეთი,

ჩემის სამშობლოს შვენება;

გულში ამოხდა ცისკარი,

ღამემ დაიწყო თენება.

მომინდა ძველის დროების,

გარდასრულ გმირთა ხსენება.

იმათ აჩრდილთან ლანდადა

მკლავებიც მომეჩვენება,

ხმლითა და ფარით შემკული,

მამულის მტერზე ტევება.

დავლიო შესანდობარი,

ოცნება მომეფერება.

სმით გავძეღ, მოგონება კი

გულს საუკუნოდ ენება.


რაზმი და რაზმი ფიქრების

გარს შემომერტყა ნისლადა,

აღარ მაცლიან ავწონო,

რაც მომივიდა ფიქრადა.

ტალღა აწვება ტალღასა,

ჩემს გულს იხდიან ბინადა,

ათას ნაწილად დაიჭრა

ერთად ნაგრძნობი წინადა.


თვალს ვერ ვაცილებ ბახტრიონს:

აყვანილი მყავ შვილადა,

ნატბევარია სისხლისა,

დღეს განისვენებს ტკბილადა;

ლუხუმ-ზეზვასებ ერთგული

მას ეყოლება ძვირადა!

ოცნება ბახტრიონისა

მონასტერშია მწირადა.


თვალს დავაყოლებ ალაზანს,…


ავტორი:ვაჟა–ფშაველა

დამისხი, დამალევინე,
ე ღვინო ოხერ-ტიალი,
ეგება წაღმა ვიფიქრო
სოფლის უკუღმა ტრიალი!
ეგება გულის ვარამი
ჩავკლა მა ჯიხვის რქაშია,
თვალთწინ დამიდგეს ლამაზი,
ჟრჟოლა მამკიდოს ტანშია,
დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,
გადავერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს,
სიკვდილი მიჯობს ცდაშია.
ვერ მააწონებთ კარგს ყმასა,
რაც არ უჯდება ჭკვაშია!


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут