Дневник пользователя ufulo

ufulo
34, Тбилиси, Грузия

არ მსურს ვიყო ობოლი

არ ვფიქრობ რომ შენი მადლი არ მერგება,
არ მჯერა რომ ამ ჭაობის ვარ მე ლუკმა,
სხვა თუ არა,ერთი მაინც გამეგება,
წინ შენ ხარ და უშენობა არის უკან.

არ მსურს,ვიდგე ობოლივით შენგან შორს და
უმზეო სულს ცოდვა ნავსად შეეხავსოს,
ხშირად გვერდით არვინ მყავდა,
არც რა მქონდა,
მაგრამ შენ რომ უარგეყავ მე არ მახსოვს.

მეოხ-მეყავ კვლავ უფალო,მეყავ შემწედ
და თუ გული დღეს ავგიას თავლა არის,
სიყვარულის მძლავრი დარტყმით შემილეწე,
გაწმიდე და სცან შენს სისხლთან ნაზიარი.

მიმიზიდე და მამყოფე შენთან ახლოს,
ამ სიშორემ კეთრი მცხო და ამაშმორა,
მსურს,ნალურსმევ შენს ტერფებთან დავესახლო,
რათა შენს ჯვარს აღარასდროს დამაშორა.


შენ მოლოდინში გული უფრო გამალებით ცემდა,
დაღლილი მონატრება ამთქნარებდა,თვლემდა...
როიალზე უკრავდი,მღეროდი და ქვითინებდი გხედავდი,
მაგრამ თურმე შენს თავს სიზმარშიც ვერ ვხედავდი.

შენგან გულჩათხრობილს ნათელი მებნელებოდა
შენგან მოშორებით ყოფნა მეძნელებოდა
მაინც რად მომექცა ცხოვრება უსამართლოდ
წახვედი დამტოვე უსიტყვოდ, უკამათოდ

მე ისღა დამრჩენია ვიქექო წარსულში
და ის დრო გავიხსენო ჩვენ რო ვართ ზაფხულში
წარსულში ვიქნები მუდამ და ყოველთვის
რადგან მომავალში უშენობა მომელის

ღმერთო!რად მომივლინე ცხოვრება ასეთიი
ან რა დავაშავე ამქვეყნად მასეთიი
სათხოვრად მოვდივარ,გრუბლებს მოვყავარ
მე ის დამიბრუნე რომ უთხრა მიყვარხარ!

ჩემო შემოქმედო მითხოვნია სიყვარული
ნუთუ არ გაგაჩნიათ არავის სიბრალული
სიყვარულს ვითხოვ სიძულვილს კი არა
ფხიზელი აგარ მინდა ამივსეთ ფიალა!!!


02.02.2014

ვარ ასე უამინდო, ფიქრებზე დაყრდნობილი,
თვალებზე წამწამები, წამწამზე ნაღველია,
ზამთარიც უსასრულოდ, სიცივით, ვატყობ ივლის,
ჩიტები ჟივჟივებენ - საკვები დაგველია.

გარეთ კი სასაცილოდ ბავშვები მოფენილან,
თვალებით გადმოვარდნენ დედები აივნიდან,
დღეს რაღაც უცნაურად თბილია სოფელი და...
კუთხეში მოცივანა მერცხალი გაირინდა.

მდინარემ შესართავთან გაყინა გაბიონი,
ხალხი თუ ბრბოდ ითქმება რა არის ლიტანიაი...
მე ლექსებს წავიკითხავ, სოფელო გამიგონე,
მე ლექსებს წაგიკითხავ, ეს მთები გითარგმნიან.

ვარ ასე უამინდო, ფიქრებზე დაყრდნობილი


02.02.2014

მორჩა: ერთმანეთს არაფერი არ გაგვახსენებს.
უკანასკნელად ვეამბორე მე მუხლებს შენსას,
სამგლოვიაროს და მწუხარეს ვიმღერებ მესას.

მორჩა ყოველი - ეს სიტყვები ისევ ახსენე.

აღარასოდეს მოვიტყუებ თავს ოცნებებით,
ნაღვლიან მზერით არ დაგიწყებ კვალდაკვალ დევნას.
ჩემთვის არ ქმნილა სიყვარულის ლამაზი სევდა -
გადავივიწყო იქნებ, ძველი მოგონებები.

შენ ჯერ ნორჩი ხარ: სული შენი მშვენიერია,
კიდევ მრავალი შეგიყვარებს, ტურფა ფერიავ.


თუკი ერთგულება არ არსებობს,
ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,
და მას ერთგულება ერქვას.

თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.


არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავია ყველაფერი,
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.

გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი.
შენთვის ეს მინდოდა მეთქვა:
დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება,
"თეთრი ღამეები" ერქვას.


02.02.2014

ქარი ქრის, ქუჩაში ფოთლების ჯაზია,

წყვილების მარში და მე და შენ ცალ-ცალკე,
მიყვარხარ! და ამას ნაკლები აზრი აქვს,
თუ მაინც აპირებ ლექსებში გამცვალო…

მაცვია ისე რა, ბერეტიც ვიფერე,
ხელები გაგიშვი, წავედი ხელიდან!
ჯვარცმული ბედი აქვთ ლამაზო პოეტებს!
ხომ გთხოვე ღიმილი ჩემთვისაც გეყიდა…

ან გული მოგეცა, ან ცივი თითები,
ან სახლი შენით და უფლით აღვსილი,
ახლა რომ ამ ლექსზე ბავშვივით ფითრდები,
და ვეღარ უპოვე სინანულს ნაპირი…

ქარი ქრის, ქუჩაში ფოთლების ჯაზია,
მე და შენ ცალ — ცალკე ვეყრდნობით მოლოდინს,
მიყვარხარ! და ამას ნაკლები აზრი აქვს,
მიყვარხარ! ახლა აქ, აქ უნდა მყოლოდი…


28.01.2014

იცი რა ხდება?ცხოვრება ნათდება
რაც დღეს არ ხდება,ხვალიდან ახდება
ჩემს გვერდით მჯდომარეს თვალებში ჩაგხედავ
და გეტყვი :*მიყვარხარ:*,აი რა ხდება
უშენოდ ცხოვრება უფერო გახდება
შენ ჩემთან იქნები და ეს ახდება
შენ მეტყვი:მომავლად არ ვიცი რა ხდება
მაგრამ ეს ოცნება არასდროს ახდება
დამტოვებ მე მარტო ამ ბნელ ადგილას
არ ვიცი რა ხდება,ცხოვრება მთავრდება
სამყარო ჩაქრება და ბნელი დარჩება
ცრემლები მახრჩობს და მაინც რა ხდება?
ჩემი სიცოცხლე ამით მთავრდება
და ჩემს საფლავზე ვარდი გახმება
მაგრამ ეს წარწერა არასდროს გაქრება
მუდამ გახსოვდეს რომ მე მიყვარდი
მთელი ცხოვრება ეს გრძნობა თან მსდევდა
შენც მოხვალ საფლავთან,შენც ნახავ ამ სიტყვებს
ცრემლიან თვალებით დამაყრი ყვავილებს
დრო გავა ყვავილიც მალე დაჭკნება
დრო გავა ცრემლებიც მალე აშრება
შენგან ესეც კი აღარ დამრჩება
ჩემი ცხოვრებით ნეტავ აქ რა რჩება
დღეს მე მოვკვდები,ხვალ სხვა…


28.01.2014

ვშორდებით, არ არის საჭირო ცრემლები,
ვშორდებით, იყოფა დიდი გზა ბილიკად,
ვშორდებით, ვიცი და რატომ ვერ გელევი,
ვშორდებით, სიშორე ნუ გაგიკვირდება.
ვშორდებით, რატომღაც დღეს ადრე დაბინდდა,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული,
ვშორდებით,მე შენი წუხილი არ მინდა,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული.
ვშორდებით, თვალებში ნუ მიცქერ გეყოფა,
ვშორდებით, ნუ იტყვი ეს ვინმეს ბრალია,
ვშორდებით, არ მინდა არავის შენდობა,
ვშორდებით, თუმც შენთან მომინდა ძალიან.
ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული,
ვშორდებით მივდივარ ჩვეული ბავშვობით,
ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული
............... სადა ხარ?!
დავშორდით?!?!?!


28.01.2014

მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე!
ჩურჩულებენ სევდიანი სონეტები,
დაგეწევი შორს მიმავალ ბილიკებზე
და ვნებების მწველ ალმურად მოგედები!..
შენს ტუჩებზე ტკბილ შარბათად დავიღვრები,
კოცნებს შორის გადავითვლით წამს წამებზე,
ვითამაშებ შენი ყველა ახირებით,
სიყვარულად დაგეფრქვევი წამწამებზე.
არ გავუშვებ ტუჩებს, ჩემზე გაბუტულებს,
ვისაუბრებთ ვნებებზე თუ სიმშვიდეზე...
ყურთან ახლოს, ცხელი სუნთქვა ჩაგჩურჩულებს:
მიყვარხარო, მიყვარხარო სიგიჟემდე."


28.01.2014

დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან,
გაკოცებ და ჩემსკენ ნაზად მიგიზიდავ,
არ იფიქრო, რომ სიშორით დრო გაჩერდა,
რომ ცხოვრების განთიადი მიიბინდა.
დამელოდე, მე უთუოდ დაგიძახებ,
რადგან მხოლოდ შენი ნატვრა მასულდგმულებს,
მთვარის შუქზე ჩამომადე თავი მხარზე
და "მიყვარხარ"_უსასრულოდ მაჩურჩულე.
დამელოდე, დრო ლოდინით თუ არ დაგღლის,
თუ ცოდვისთვის მიტევება შეგიძლია,
ყველა გრძნობას, ფიქრად ქცეულს,
შენ გაჩუქებ მხოლოდ,რასაც ჩემი ჰქვია.
და იმ ცაზე, საიდანაც თოვდა სევდა,
დაგანახებ ტრფობის ქარით დაშლილ ღრუბლებს...
დამელოდე, მე უთუოდ მოვალ შენთან
და ოდესმე გულში მაგრად ჩაგიხუტებ


← предыдущая 1 2 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут