Дневник пользователя Mrdzia

Mrdzia
45, Тбилиси, Грузия

მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის ,
როცა თვალებში ჩაგიდგება ვნებისკენ ლტოლვა...
მინატრე როცა..თოვლისფერი აპრილი მოვა ,
როცა მზის სხივი უკანასკნელ სამოსელს გაგხდის.
მინატრე ყველგან.....სიყვარული დაგაკლდეს როცა ,
როცა თვალებში ჩაგიდგება სურვილი ჩემი ,
როცა შენს ფერხთით დაიბნევა ათასი ფერი
და შენს სარკმელთან სიყვარულის ქალღმერთი მოვალ.
მინატრე ღამით,დამილოცე დეკემბრის თოვა
და როცა ქუჩებს გაიტაცებს სიგიჟე მარტის ,
მინატრე როცა...თოვლისფერი აპრილი მოვა ,
მინატრე როცა...გაუსაძლისი ტკივილი დაგღლის.


შენ არ დამატყობ გულზე ნატყვიარს
ვგრძნობ, როგორ ფეთქავს შენი გულ-მკერდი,
თვალებში ლურჯი ზმანება ელავს…
წვიმის წვეთები აპობს გუბეებს,
როგორც არასდროს ზღვაც, ისე ღელავს…
ბაგეს, ვით ხატებს, ისე ვემთხვევი,
შენი სხეული ცეცხლად ანთია
და შენი კაბა ტანზე შემთხვევით
შემოხეული ღამის ლანდია…
ჩემი ხელები შენს ზურგს ეხვევა…
თვალბში თითქოს ბინდი ჩამოწვა…
დაუფიქრებლად გკოცნი ერთხელაც
შენმა ტუჩებმა კანი ამომწვა…
ახლა შენა ხარ ჩემი ცხოვრება
და, როცა დილა თენდება, ვხარობ…
მე აღარ მინდა დროის დაკარგვა
და რაც დავკარგე იმასაც ვნანობ…
მე შენ მიყვარხარ და ეს სიტყვები
ჩემს გამოხედვას დაღად ატყვია…
შენ ლექსად აღარ გამოითქმები
და არ დამატყობ გულზე ნატყვიარს…
და ახლა, როცა ამ ლექსს ბუტბუტებ,
ჩემი ცხოვრება შენ ხელში ფეთქავს…
მიყვარხარ, მინდა, ამის გჯეროდეს
და ამ სიყვარულს პასუხი ეთქვას…

[მიხეილ სამხარაძე]


14.12.2012

მე სილამაზის მონა გავხდი შენი ნახვისას
თუმცა მეგონა შენი თვალები ვერ მაცდუნებდა,
მე რა ვიცოდი შენი თვალები ზეცად შობილნი
ულევ სიყვარულს,ბედნიერებას თუ მაჩუქებდა.
როდესაც გნახე მაშინვე მივხვდი,რომ ჩემი გული
შენი ღიმილით უბრძოლველად დაიმორჩილე,
მიუწვდომელი და უკარება,ამაყი სული
ერთი შეხედვით და გაღიმებით დაიძმობილე.
შენი თვალების,თმების,ტუჩების ერთობლიობა
ქმნიან ამ ქვეყნად ულამაზეს უზადო სახეს,
შენი ნახვისას ასე მგონია ზეციდან მესმის
ანგელოზები იმეორებენ ჩუმად შენს სახელს.
გასაოცარი სულაც არ არის რომ შემიყვარდი
და ამ სიყვარულს მე რომ დავარქვი სახელი წმინდა,
ერთი სურვილი მე დამრჩენია ამ ცხოვრებისგან
როგორც მიყვარხარ,ისე გიყვარდე,ძალიან მინდა..


სავსე მტევანივით მადლიანი მკერდი,
ვნებებს მიშლის და თავისკენ მიზიდავს,
სახე ამღვრეული აგედევნები
სხვა რა შევირგო ცოდვილ მიწიდან.

წამოგეწევი... საით გამექცევი!
წინ დაგიდგები კარგი მწევარივით
მკლავზე გადაგიწვენ და საწნახელში
ჩაგწურავ,ჩაგსრისავ ყურძნის მტევანივით.

თუ გამომიწვიე ბოლომდე დამნებდი,
გული ამიჩქარე,თავი მომანდომე,
რაც შენგან დავწურე ძუძუში ჩაგდგომია
შენი ძუძუს თავი კოკის პირად მომე.

მე განა მიყვარხარ... რომელი სიყვარული,
რომელი გატაცება მოსწვდება ამ ვნებას?!
მე შენ მინდიხარ თუნდაც ერთი ღამით
ასეთი ამაყი და ასეთი თავნება.

არცერთ სიყვარულში არ გავცვლი ამ ღამეს
და არც ამ საწნახელს ოქროს სარეცელში,
ვნებაში ყოფილხარ შეშლილო ქალღმერთო
მე კი სიყვარულში ამაოდ დაგეძებდი


ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს,
მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს..
და თითქოს გული ვეღარ ასწრებს თანაბრად ფეთქვას..
მიყვარხარ მეთქი-გეუბნები,თითქოს არ მეთქვას..
დავიფერფლები..შეგადნები თოვლივით ხელში,
როცა სულ ოდნავ,მაგრამ გრძნობით მეხები ყელში..
თვალდახუჭული..გაყუჩული მივენდე ძალებს,
თან ვერ გიშორებ..ძალა არ მაქვს..კოცნას მაძალებ..
ტუჩის კუთხეში ვიგრძნობ უცებ დამთუთქველ სუნთქვას..
მეჩურჩულები ისეთ სიტყვებს რაც არვის უთქვამს..
ჩაგეხუტები..და შევიგრძნობ მოხვეულ მკლავებს..

მე ვერასოდეს დავივიწყებ ამ ლამაზ წამებს


მარეკები შლიდნენ ბანაკს,
ქარი ჩამიჩუმით ქროდა,
ვიწექ რომელიღაც ბალახს
უცებ ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა –
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის,– ცისფერ ანუ თეთრის,–
სუნი– საზოგადოდ ქალის,
სუნი– საზოგადოდ მდედრის...
ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი სიკვდილს–
შენ მაცოცხლო ვინძლო,
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ ეს სურნელი ვიგრძნო


"თუ ქალის მკერდზე არ დამხობილხარ
თუ ძუძუს თავზე არ გიკბენია
თუ ქალი ოთხად არ მოგიკეცავს
რა გიგემია...
თუ თბილ თითებით თმებს არ უფურჩქნი
თუ ქალის კვნესა ყურთ არ გსმენია,
ქალს ფეხებამდე თუ არ გალოკავ
სხვა უკეთესი რა გიგემია...
თუ ხშირ სუნთქვაში შვებას არა გრძნობ
თუ გრძნობით ოფლი არ გიდენია
ღამე ჩურჩულში თუ არ დაგიწვავს,
სხვა უკეთესი რა გიგემია...
ხომ არ გგონია, შენთვის არ მოთოვს
შენთვის სიკვდილი კარზე არ მოვა
...
... და ერთი წუთით მოსულს ამქვეყნად

წუთები უღვთოდ მოგეჩვენება
ჩაგიკრავს გულში ღვთიური ლოცვა
სთქვი, რომ ამ ქვეყნად არ გიცხოვრია..."


17.11.2013

იმ მზერისაც მშურს, გრძნობებს რომ გითბობს,
და იმ სარკისაც, რომ გჩუქნის ღიმილს,
მზის მშურს, უჩემოდ, რომ გაფრქვევს სითბოს,
მთვარისაც, მკერდზე ჩამხსნელი ღილის.

ნიავიც მსუსხავს, სიშურით, უხმოდ,
შენს სურნელებას ყვავილთ, რომ ჩუქნის
წვეთების არა... წვიმის წვეთი ხომ,
ჩემს ფიქრში დაღვრილ, შენს ცრემლებს მჩუქნის.


22.12.2010

სიკეთეს ვთესთ, მის ნაცვლად კი,
ხშირად ვიმკით ბოროტებას.
ერთ რამეს მე ვუფიქრდები,
და გონებაც, ამბობს ამას,
ბოროტება რომ არ იყოს,
რით გავიგებთ, სიკეთის ფასს???
სადაც არის სიკეთე და,
ირგვლივ სუფევს სიყვარული,
იქვე ბუდობს ბოროტებაც,
მზად ყოფნაში ალაგმული...
ღმერთო მოსპე ბოროტება,
აუხილე თვალი ჩამდეს,
სიკეთე მსურს, მუდამ ქვეყნად,
იმიტომ ვწერ, მათზე ამ ლექს...
 


თვალი დახუჭე,წარმოიდგინე,
ზღვაში კუნძულზე რომ დგეხარ მარტო,
წარმოიდგინე ვიღაც მოცურავს
შენთან ყოფნაზე ფიქრობს და ნატრობს
წარმოიდგინე ის ვიღაც გეძებს
მისი იმედი გადადის ეჭვში
დიდ ტალღებს ებრძვის,თავს არ ანებებს
სიყვარულისგან დაჭრილი მკერდში
წარმოიდგინე პატარა ნავი
ტალღები არწევს ვით ბავშვის აკვანს
ნავში ვიღაც ზის,ძლიერ უყვარხარ
ის თავის კოცნას ზღვის ნიავს ატანს
ის თავის კოცნას ზღვის ნიავს ატანს
ნიავს კი კოცნა მოაქვს და მოქრის
ვიღაც ამღვრეულ ზღვას ებრძვის ისევ
ნიავს მოყვება ნიჩბების მოსმით...
თვალი დახუჭე,წარმოიდინე,
ზღვა თავის ნიავს შენს ტუჩებს სტყორცნის
ნიავს არა ჰგავს?ვიღაც მოვედი
ჩემი ტუჩები შენს ტუჩებს კოცნის...
 


← предыдущая 1 2 3 4 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут