აღარ შემიძლია ეს მარტო დარჩენილი გოგოების ამბები. ეს მარტოგოგოები, ეს ლოდინის გოგოები. სულ წამსვლელ ზურგებს მიჩერებულები, სულ სათადარიგოები. ეს გოგოები, ღამეების საბნის ქვეშ ტირილით გამთენებლები და ისინიც, ვისაც ცრემლი უკვე აღარ გადმოვარდება, დაიფარებენ ბალიშს სახეზე და ისე მიათრევენ ერთმანეთზე მიბმულ ღამეებს, გაუთენებლად. ეს შემოდგომის გოგოები. შარფებში ცხვირებჩაყოფილები, ჯემპრის სახელოებში თითებშემალულები, მარტოები რომ ბრუნდებიან საღამოობით ბევრადამიანიანი ქუჩებიდან. ცარიელ სახლებში დაბრუნებული გოგოები. ფანჯრებს აკრულები ქოთნის ყვავილებივით. არც მიწა უსკდებათ ფეხქვეშ და არც გულები უსკდებათ. არც თმას დაიწეწავენ, არც იყვირებენ. ეს სიჩუმის გოგოები.
rato mere