გულში დაგროვილ ოცნებებს ვფანტავ
34, Warsaw, Poola

გულში დაგროვილ ოცნებებს ვფანტავ დროც რევოლვერის მიზანში მიღებს.. ქარია ვიცი დღეს შენს ქუჩაზე ჩემთან კი წვიმა სევდით ქვითინებს დარდების დავთარს ირიბად ვფურცლავ, იქნება ჩარჩა სადმე ღიმილი.. გულს ხომ ყოველთვის სიამე უნდა ვით იასამანს ნაზი სიცილი.. ჩემი ლოდინიც კლდის კიდეს გასცდა ალიონს ეკვრის მუქი ფერები შენი ტუჩების სითბო მომაკლდა დარდმა დაიწყო გულზე ხელები ვის გაუგია ნადირის დაღლა ამ გულში თითქოს მხეცი ღრიალებს ჩემი სიბრაზეც ჰორიზონტს კარგავს სულში მეკობრის დროშა ფრიალებს სული არ გიშვებს გულს არ ეთმობი დარდის ქარბუქში ცოცხლდება მითი ბორკილებს მადებს მთვარე ხელებზე მე სიყვარულის გითხარი ფიცი უშენოდ წამიც არ წამობს სულში ჯვარცმის ზიარით ტანჯვას ვეძლევი ჯანდაბას თუნდაც ასე სიკვდილი მე უშენობას არ შეველევი სანამდეს წვიმა გადაივლიდეს ლანდი მეხება შენი ხელებით დღეს თუ სიყვარულს შევეწირები ხვალ ანგელოზად მოგევლინები..

3 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.