ქარი ალერსში გამხვევს უთუოდ,
ფიქრებს მომტაცავს ალბათ უამრავს,
მე იმ სიყვარულს გაჩუქებ ახლა,
რომელიც ალბათ არვის უნახავს...
სიო ჩურჩულით შენს სახელს მეტყვის,
დაუმონებელს ველურს, უმართავს,
მე იმ სიყვარულს მე იმ გულს გიძღვნი,
რომელიც გაგხდის ცრემლის უნახავს.
შეყვარებულ ქალს ყოველი წყენა
მალე გაუვლის თუმც აატირებს,
ის გაპატიებს შეცდომას ყველას,
შეურაცყოფას ვერ გაპატიებს.
ქალს თუ უყვარხარ სხვაზე არ გაგცვლის,
მაგრამ თუ სადმე მის სულს ბღალავდი,
თუნდ უარესი სხვა მამაკაცი,
ჩაქსაფრებია მისი ღალატი,
ქალის გაგება ძალუმს ვისაც,
ძალუძს უნაზეს ფიქრთა შელახვა
ქალი გღალატობს? ეს იმას ნიშნავს
რომ დამნაშავე თვითონ შენა ხარ.
მას ვინც ჩვენს თქმულზე ჩაიქირქილებს,
და ეჭვით უმზერს ადამიანებს,
ვეტყვი ვგულისხმობ ჭეშმარიტ ქალებს,
და არა ვინმე თავქარიანებს.
მე შენ მიყვარხარ და ეს ამბავი
სულაც არ მინდა შენ რომ იცოდე...
ვერასდროს გეტყვი თუნდაც ყოველთვის ,
ჩაუქრობელი ცეცხლით ვიწვოდე.
მე შენ მიყვარხარ, მაგრამ არ ვიცი,
შენ რომ გაიგო მას როგორ განსჯი,
თუნდაც ამიტომ არასდროს გეტყვი
და ამით მხოლოდ მე ჩემს თავს დავსჯი.
მე შენ მიყვარხარ და დამერწმუნე,
ასე იქნება სანამ ვიცოცხლებ,
მე ის მიყვარდა ამასვე ვიტყვი,
რომ დასრულდება ჩემი სიცოცხლე.
ფიქრი ფიქრად დარჩეს...
ვეღარ გადამარჩენს,
მორჩა ნაფიქრალი თავნება.
წლები დავითვალე...
ნუთუ დავიღალე...
ნუთუ ყველაფერი თავდება...
რჩება სინანული,
სულში მიმალული...
წლები ნეტავ საით წამიყვანს...
ცრემლი დავატანო
და ქარს გავატანო?...
არა, გავიწყება არ მიყვარს...
მე სულ აქ ვიქნები...
ლექსში ავინთები...
ლექსად მოვალ როცა მინატრებ,
მე ხომ ის ვიყავი
ცა რომ გაგიყავი...
ახლა დარჩენილსაც გინათებ...
წლები გამაცალა
ფიქრი არ მაცალა...
მოდის და წამებსაც არ მარჩენს...
მაინც აქ დავრჩები...
ლექსში გადავრჩები...
ლექსად მოგიყვები დანარჩენს.
,, მინდა გიყურო ჩემი ფიქრის დიდო ბატონო.
ჩემად გიგულო,
მინდა ჩემად დაგეპატრონო,
მინდა ზეცამდე აგაფრინო ქარს არ შეგახო,
თმებზე ღრუბლები დაგაფინო,
ისე შეგაქო:
მთელმა სამყარომ რომ გაიგოს შენი მშვენება,
დრომ არ გაგვყაროს,
მე უშენოდ რა მეშველებს...
მინდა შენს სულში გავაღვიძო იმედი ხვალის,
და გზა სავალი, განა ვიწრო
უზომო არის.
ვინ სთქვა გადაგღლის ეს ფიქრიო?!
არა ბატონო!
მინდა შენს სუნთქვას მხოლოდ ერთმა დავეპატრონო!''