07.06.2013
****
27, Kutaisi, Georgia (ent. Gruusia)

ერთხელ მინდა გავიღვიძო შენს მკლავებთან.. ერთხელ მინდა გავახილო თვალები და... გითხრა,როგორ ჩამეძინა ვარსკვლავებთან კოცნა როგორ აგიკრიფე ხელებიდან... მინდა ერთხელ,თუნდაც ერთხელ ძილში შემკრთალს, შენმა ტუჩმა დააფინოს კოცნა ბაგეს.. ერთხელ მინდა დავიძინო მხოლოდ შენთან გავეჯიბრო შენს სიზმარს და შენს წილ ღამეს. გული მერე სიყვარულმა გამიგიჟოს სულმა ვეღარ დაიტიოს მონატრება მითხრა ჩუმად...მხოლოდ ერთხელ დამიფიცო "შენ თუ წახვალ,ბევრი რამე მომაკლდება" ერთხელ მინდა გავიღვიძო შენს მკლავებთან ერთხელ მინდა გავახილო თვალები და... გითხრა როგორ ჩამეძინა ვარსკვლავებთან კოცნა როგორ აგიკრიფე ხელებიდან!!!!

6 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti