კურკა
37, Batumi, Georgia (ent. Gruusia)

ჯერ კიდევ უხსოვარ დროს ქვაზე გახდილს გხატავდი, როცა მაშინაც წყურვილი მკლავდა და იქვე, ახლოს დაგინახე, ტანწერწეტა ხის კენწეროდან მოწყენილი, ასეთივე მოგწყვიტე, გული არ დაგწყვიტე, მაგრამ როცა გასინჯვა, მირთმევა დაგიპირე, გული გაგისკდა, ცრემლი წაგსკდა, და მეც შეგიბრალე, ბოლომდე არ შეგიწირე, სამწუხაროდ, ვეღარ გავიგე, ტკბილი ხარ თუ მწარე, ისე კი, მაგრად გამაწამე, გამამწარე… და მაინც -- ეგებ, წამლად კიდევ გამომადგე, ბაღიდან თუ არ გამადგე, ყოველ წამს გული თუ არ გაგიწყალე, სავარაუდოდ გემრიელო, მოდი, ამჯერად შენ წარმომიდგინე მწიფე, წვნიან ნაყოფად და ერთხელ მაინც იავხორცე, შემისისხლხორცე, თავადვე მაცდურო, სცადე, გამსინჯე და მთელი ჩემი სიტკბოთი, სიმწრით, სიმჟავითა და სიმლაშით ME-გემე, გემო გამიგე, და თუ არ მოგეწონე, ჩემი კურკა-სული უკვე გადაფურთხებულთა, ნასროლთა გროვაში, როგორც უსარგებლო ნაგავი გადააგდე, გადააფურთხე…





ლუკა ხარლამენკო

25 näyttökertaa
 
Kommentit

Ei ole kommentteja vielä.
Jätä kommenttisi, aloita keskustelu!

Blogi
Blogit päivitetään joka 5 minuutti