გულო მაიმედე, ნუ ხარ დარდიანი
37, Tbilisi, Gruzja

გულო მაიმედე, ნუ ხარ დარდიანი,იებს დაგიკრიფავ სახეალეწილებს,სულში ჩამიფინე გრძნობა მადლიანი,მერე სიყვარულის კალო მალეწინე.გულო გამიძელი, გულო მაპატიე,სევდის სარეცელზეც აღარ დაგასვენე,ყველა განსაცდელი შენში ჩავატიე,ბევრჯერ მოგკალი და ბევრჯერ გაგასვენე.მიდი ამიჩქარდი, ისე გამიღვიძე,ფეთქვა შენეული, რომ ვერ დამითვლია,მუზებს შეეხე და რითმად ამიკინძე,სუნთქვას სიყვარულის სჭირდეს არითმია.ისე პატარა ხარ, ხელში ჩამეტევი,იებს დაგიკრიფავ სახეალეწილებს,მიდი, ამიჩქარდი უფრო გამეტებით,ჩემი სიყვარულის დარდი მალეწინე./ნანა მეფარიშვილი/

Liczba odwiedzin: 5
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut