olt government 1911 a1
კალიბრი 45 (11,43) სიგძე 216 მმ, ლულის სიგრძე 127 მმ, წონა 1075 გრ, მჭიდში 7 ვაზნა.
ეს პისტოლეტი არის წარმოებული ამერიკაში მეოცე საუკუნის დასაწყისში, შექმნილია ჯონ მოზეს ბრაუნინგის მიერ და აწარმოებდა იარაღის ქარხანა ჰარდფორდში. თავიდან იწოდებოდა როგორც კოლტ ბრაუნინგი, ხოლო შემდეგ მხოლოდ კოლტად. 1911 წელს ეს პისტოლეტი გადავიდა არმიის შეიარაღებაში, შემდეგ ათი წლის განმავლობაში გაიარა დეტალური მოდერნიზაცია და მიიღო ახალი სახელი Colt Government / M1911. რადგანაც ასეთი ტიპის პისტოლეტს აწარმოებს რამოდენიმე ქარხანა შესაძლებელია მასზე სხვადასხვა მარკა ეწეროს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის, რომ კოლტ გოვერმენტი არის ასე ვთქვათ ყველაზე ხანგრძლივად არმიაში მომუშავე პისტოლეტი. მონაწილეობა მიღებული აქვს ორ მსოფლიო ომში და უამრავ კონფლიქტებში. ეს ყოველივე განაპირობა მისმა სანდოობამ და მარტივმა კონსტრუქციამ.
Colt Government / M1911
განსხვავება colt government 1911 a1 და Colt Government / M1911 შორის
Colt Government / M1911 გაუმჯობესებული აქვს:
1. უფრო ფართო სამიზნე.
2. სასხლეტი დაგრძელებული.
3. დამოკლებული აქვს დამცემის მოსადები კაუჭი.
4. უკუმსვლელის ზამბარას თავი დამრგვალებული.
5. გაუმჯობესებული აქვს ტარის ღარები ხელის მოსაჭიდად.
6. ავტომატური დამცველის ,,კუდი" ცოტა დაგრძელებულია.
magaria..
საკმაოდ საინტერესო თემები მაქვს მაგრამ აქტივობა დაბალია და დადება არც ღირს