თითქოს ყოველი დღე სივრცედ იწელება
ფიქრით, როდის მეტყვი - დროა შევხვდეთო.
ჩემი მოლოდინი ვერც კი იწერება,
არც დაიხატება რომ ვერ შეხედო.
შენგან სიტყვას ველი, ჩასაფრებული ვარ,
იქნებ წამოგცდეს და მითხრა დრო არის,
მაგრამ მალოდინებ, მე კი მორჩილი ვარ
შენი სურვილის და შენი მორალის.
18.01.2014
Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!