ოღონდ გამიგე...
24, Batumi, Gruzija

მე შეგიყვარებ ყველაზე მეტად,

მთელს ჩემ ცხოვრებას ფეხქვეშ გაგიგებ,
თაიგულს გიძღვნი ზღვის უფსკრულიდან,
ოღონდ გამიგე...ოღონდ გამიგე...

მზეს ჩამოგიტან დამწვარ ხელებით,
ყინულს დავამსხვრევ შიშველ ფეხებით,
შენთვის ვილოცებ ყოველ ცისმარე
და თუ დაგჭირდა,მტლად დაგედები.

მე შეგიყვარებ ყველაზე მეტად,
მთელს ჩემ ცხოვრებას ფეხქვეშ გაგიგებ
და თუ გსურს სულ არ გაგეკარები...
ოღონდ გამიგე...
ოღონდ გამიგე...

5 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta