▲
მე ვარ კლდის პირი შავი ზღვის პირას
ვერავინ მამჩნევს ვინც ახლოს მიდგას
მხოლოდ შორიდან მაქებენ მწვერვალს
გრანდიოზულად მახინჯ არსებას
▲
ქვაბულის ბოღმის ცივ ტალახებთან
ბევრი ფრინველის ლეშს ვმალავ ჩუმად
ლეშის მატლებით გულ მოწამლული
სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა მინდა
▲
როგორ სპეტაკათ ჩაუსვიათ ლახვარი ჩემში
ხან არქეოლოგს ხანაც კლდის მცოცავს
როგორ სისხლიან ოფლს ღვრიან ჩემში
და გაუწმენდავს მიტოვებენ მე ჩემს შინაგანს
▲
მე ვარ ზღვის პირას არსებული კლდე მარტოსული
რომლის ზედაპირს ამშვენიდეს მწვანე მინდორი
რომლის შიგნიდან ნეშომპალით გამოტენილი
ისევ და ისევ ახალ სტუმარს მომიყვანს დრონი
▲
ზოგი მთა არის, რომ ვერ იპყრობენ
ზოგიც პატარა მწვანე ბორცვია
მხოლოდ მე დავრჩი უძლური მონა
არემარესთან ჯაჭვი მაბია
▲
ხან ჩიტი მინდა ვყოფილიყავი,
დიდი სისწრაფით დავეცე მიწას
ხანაც მგოსანი ზღვის მუსიკაზე
ტალღის რიტმზე რომ მემღერა ცოტა
▲
როდესაც ზღვიდან დაინახავთ კლდეში დიდ ქვაბულს
როცა მოგინდეთ მასში შესვლა მაგრამ ვერ ბედავთ
წერაქვით ნუ სთხრით მისადგომელს ქვაბულისათვის,
რომ საძირკველმა არ დაგფაროთ ან არ დაგმარხოთ
▲
მე ვარ პოეტი, გარემოს აღვწერ
კლდის წვერის ღრმულში დავიდე ბინა
მე ვარ კლდის პირი შავი ზღვის პირას
ვერავინ მამჩნევს ვინც ახლოს მიდგას
Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!