28.03.2012
...
44, Γεωργία

არ მითხოვია - ჩემთან მოდი... თავად მოხვედი...თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება.
არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი...
შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.

არ მითხოვია - ვიყინები. ხელებს გამითბობ?..
შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო.
არ მითხოვია - ჩამეხუტე და არ გამიშვა...
არ მითხოვია და მე დღემდე არაფერს ვითხოვ...

არ მითხოვია - გამიღიმე... თავად მიღიმი.
ჯიუტი ბავშვის ფრთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს...
არ მითხოვია - ჩემი გულის კუნჭულში დარჩი...
შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა

 
Σχόλια

Δεν υπάρχουν ακόμα σχόλια.
Πρόσθεσε ένα σχόλιο για να ξεκινήσεις τη συζήτηση!

Blog
Τα blogs ενημερώνονται κάθε 5 λεπτά