სამი დღეა, ცაცხვქვეშ ჰამაკს შემოსწყერი,
აღარც სარკეს სწყალობ;
აგლანძვია სილაღე და ოცნებები,
ჩემო ალი-კვალო...
სამი დღეა, კერპად გექცა ტელეფონი,
უკუნეთში - კვარად.
- აბა, პირველ-მეორეზე გაითვალეთ!
- მესამე ხმაც გამაგონეთ!
- კმარა...
სამი დღეა ისტერიის ზღვარზე ვცხოვრობთ,
ვეღარ ვფერავთ ნაღველს.
ვერნათმენი, ვერნამალი ცრემლი მსტოვრობს,
"მეშინიას" ამხელს...
სულსაც მივცემ, რომ ვიცოდე, გიწამლებდა,
ვერ გაშველებ ნუგეშს.
მაპატიე, უიმედოს, - შეგატოვე
რეალობას უხეშს.
სამი დღეა ბებერ ცაცხვებს არყევს ქარი,
აგლეჯს შენს ჭრელ ჰამაკს...
"დე, გაწვიმდა?" - სიზმრებიდან მეკითხები, -
"დაურეკე მამას?!"
სამი დღეა დარდებს ძილში ემალები,
როგორც ტოლებს ერთ დროს.
სამი დღეა ცა და მიწა გვებუგება...
გააწვიმე, ღმერთო!..
სულსაც მივცემ, რომ ვიცოდე, გიწამლებდა,
ვერ გაშველებ ნუგეშს.
მაპატიე, უიმედოს, - შეგატოვე
რეალობას უხეშს.
*KISSING* *ROSE*
სულსაც მივცემ, რომ ვიცოდე, გიწამლებდა,
ვერ გაშველებ ნუგეშს.
მაპატიე, უიმედოს, - შეგატოვე
რეალობას უხეშს.
*ROSE* *ROSE*
miyvars sanatas poezia*)სამი დღეა დარდებს ძილში ემალები,
როგორც ტოლებს ერთ დროს.
სამი დღეა ცა და მიწა გვებუგება...
გააწვიმე, ღმერთო!..
სამი დღეა ბებერ ცაცხვებს არყევს ქარი,
აგლეჯს შენს ჭრელ ჰამაკს...
"დე, გაწვიმდა?" - სიზმრებიდან მეკითხები, -
"დაურეკე მამას?!"