რა სურთ ქალებს 22 წლამდე ასაკში მამაკაცებისგან:
1. უნდა იყოს ლამაზი;
2. მომხიბლავიც;
3. მატერიალურად უზრუნველყოფილი;
4. ყურადღებიანი მსმენელი;
5. ენაწყლიანი;
6. კარგ ფიზიკურ ფორმაში;
7. მოდურად ჩაცმული;
8. უყვარდეს სიურპრიზების კეთება;
რა სურთ ქალებს 32 წლამდე ასაკში მამაკაცებისგან:
1. კარგად უნდა გამოიყურებოდეს (განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თმის რაოდენობას მის თავზე);
2. უღებდეს კარს ავტომობილში ჩაჯდომამდე და მიწვდიდეს სკამს დაჯდომამდე;
3. ჰქონდეს საკმარისი ფული კარგი სადილისთვის;
4. მოსმენა უფრო შეეძლოს, ვიდრე ლაპარაკი;
5. ეცინებოდეს ქალის ხუმრობებზე;
6. მაღაზიიდან დატვირთული ბრუნდებოდეს;
7. გარდერობში ერთი ჰალსტუხი მაინც მოეპოვებოდეს;
8. უყვარდეს სახლში მომზადებული სადილი;
9. ახსოვდეს დაბადების დღეები და სხვა ღირსშესანიშნავი თარიღები;
რა სურთ ქალებს 42 წლამდე ასაკში მამაკაცებისგან:
1. ძალიან მახინჯი და სულ მთლად მელოტიც ნუ იქნება;
2. არ დაძრას მანქანა, მანამ მე არ ჩავჯდები;
3. დატვირთული იყოს მთელი სამუშაო დღე, ოღონდ იცლიდეს ჩემთან ერთად სადილისთვის;
4. თავს მიქნევდეს, როცა მე ვლაპარაკობ;
5. ახსოვდეს, რომ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა იუმორი;
6. ფიზიკურად იმდენი მაინც შეეძლოს, რომ სახლში ავეჯი გადააადგილოს;
7. ისეთ პერანგს იცვამდეს, რომელიც ღიპს დაუფარავს;
8. უნდა იცოდეს ხარისხიანი პროდუქტების ყიდვა;
9. არ უნდა ავიწყდებოდეს უნიტაზის თავსახურის ახდა;
რა სურთ ქალებს 52 წლამდე ასაკში მამაკაცებისგან:
1. იჭრიდეს თმას ცხვირსა და ყურებში;
2. არ აფუჭებდეს ჰაერს საზოგადოებაში;
3. ძალიან ხშირად არ იღებდეს ვალს;
4. არ იძინებდეს, როცა მე ველაპარაკები;
5. არ უყვებოდეს ერთსა და იმავე ანეკდოტს ყველას, ვინც შეხვდება;
6. ფორმაში იყოს იმისათვის, რომ ბაზრიდან მომავალს 10-დან ერთი ჩანთის თრევაში მაინც მომეხმაროს;
7. ისეთივე სიხშირით იცვლიდეს წინდებს, როგორც საცვლებს;
8. მოსწონდეს სადილი ტელევიზორთან;
9. ახსოვდეს ჩემი სახელი;
10. ხანდახან მაინც იპარსავდეს წვერს.
რა სურთ ქალებს 62 წლამდე ასაკში მამაკაცებისგან:
1. არ აშინებდეს პატარა ბავშვებს;
2. ახსოვდეს, სად არის სააბაზანო ოთახი;
3. ყოველდღიურად ბევრი ფული არ ჭირდებოდეს;
4. მთელი ღამე არ ხვრინავდეს;
5. ახსოვდეს, რატომ იცინოდა ცოტა ხნის წინ;
6. საკმარისად კარგ ფორმაში იყოს იმისთვის, რომ დამოუკიდებლად წამოდგომა შეეძლოს;
7. ახსოვდეს, სად შეინახა კბილები;
რა სურთ ქალებს 72 წლამდე ასაკში მამაკაცებისგან:
1. სუნთქავდეს;
2. და თუ სუნთქავს... ზუსტად უმიზნებდეს უნიტაზს
bevrs tu ar itxovt arc unda uaryopdet
carieli kaci vis rat unda tu tavshi araferi uyria cdebi
ratomac ara raa gana bevrs vitxovt ?