11.04.2013
...........
42, Tbilisi, Грузија

წვიმამ დანამა თეთრი აპრილი,
ზეცამ დაღვარა მზის სხივი ცრემლად,
ჯერ არ გაუშლელ,დაბერილ კვირტებს,
წვიმის წვეთები ჩამოეცრემლა,
ატმის რტოების ლამაზი როკვა,
ალუბლის კვირტებს დაღვრის ცდუნებად
და წვიმის წვეთი გულში ჩაღვრილი,
არ აცდის კვირტებს დაქალწულებას,
ნაზი გრძნობებით ნაქარგი კაბა,
შენთვის თვით აპრილს შეუკერია,
შენა ხარ ჩემი გრძნობის მწყემსი და
თეთრი აპრილი ,თეთრი ფერია,

7 views
 
Коментари

There are no comments yet.
Leave your comment, start the discussion!

Blog
Blogs are being updated every 5 minutes