ვერაფერი გამიგია, ცხოვრებაში რა ხდება; ყველაფერი წამიგია - მეგობრები მაკლდება. ბრაუნინგით არ მომკვდარან, ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია, არც ფანჯრიდან გადმომხტარან - მშვენიერად არიან.
უფრო ხშირად ახლა შინ ვარ, წვიმას ვნატრობ შხაპუნას: შევსვათ! ყველა თავის წვრილმან საზრუნავში ჩაფლულა!
ყველა თავის ნავში სხდება, ყველამ სადღაც გაცურა, ყველა კვდება, გული მწყდება - წასულან და წასულან!
და დღეები გადის ზანტად, ღამეები გროვდება, ვიღაც უსაშველო ლანდად მწუხრში მიახლოვდება...
მინდა მთაზე ავირბინო, ზღვის მიქცევა ვიხილო, თავში ხელი წავიშინო - რაც მომხვდება, ვიყვირო...
Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!