შენზე ფიქრი მიყვარს
97, Tbilisi, Georgia

განა ცვალებადი ხასიათი ვიცი?

პროსტა ემოციებს ვეღარ ვუმკლავდები.

ზოგჯერ ბედნიერი ღრუბლებში დავფრინავ.

ზოგჯერ ცრემლიანი სურათებს ვაკვდები.

განა ცვალებადი გრძნობა დავიჩემე?

იცი, შეგრძნებები გულში ითქვიფება.

ზოგჯერ მონატრებით ფიქრში გამიელვებ,

მაგრამ უშენობა სულზე იტვიფრება.

მე კი ვიტყუები, ვითომ არ მიყვარხარ?!

ვითომ გავექეცი კუპიდონის ისარს.

მაგრამ ჩუმად გეტყვი, მუდამ შენზე ვფიქრობ

და მე ეს ფიქრები უსასრულოდ მიყვარს.

3 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta