"ყველა ქალი იყიდება?"
ერთხელ ბერნარდ შოუს წამოსცდა ფრაზა, რომ ყველა ქალი იყიდება. ამ სიტყვებმა მალევე მიაღწია ბრიტანეთის დედოფლის ყურამდე, რომელმაც პირველივე შეხვედრისას ჰკითხა მწერალს:
– სერ, თქვენ მართლაც ფიქრობთ, რომ ყველა იყიდება?
– დიახ, ჩემო დედოფალო.
– მეც? – გაიოცა დედოფალმა.
– თქვენც… – უპასუხა შოუმ.
– როგორ ფიქრობთ, მაინც რამდენი ვღირვარ?
– 10 000 ფუნტი სტერლინგი – ჩვეული სიმტკიცით უპასუხა დრამატურგმა.
– ნუთუ ასე იაფი? – გაიოცა დედოფალმა.
– აი, ხომ ხედავთ, ჩემო დედოფალო, უკვე მევაჭრებით. – გაეღიმა შოუს.
Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!