Дневник пользователя irma

irma
79, Тбилиси, Грузия

ხელსახოცის ნაფლეთები (მირზა გელოვანი)

გზაზედ შემხვდი და შეხვედრამდე ვფიქრობდი შენზე.
მე ვიცოდი, უნდა შემხვედროდა ვიღაც შენ-დარი და
ეჰა, შემხვდი შენ!..
შემხვდი და შეხვედრამდე ვფიქრობდი შენზე. მიცქეროდი შორიდანვე ირიბ წარბებიდან, და მე როდესაც
თვალებში ჩაგხედე, გავწითლდი, როგორც პატარა ბავშვი, რომელსაც ცუდს საქციელზედ მოასწრეს. მე, სახლში მისულს, არ ამომიწვია ჩემს მკერდზედ შენი სახელის
ოთხი ასო ცხელი ქინძისთავით. არ დამიწერია შენზედ
ლექსი ჩემი საკუთარი სისხლით (ლექსი ვერ იტყოდა ყველაფერს).
მე არ მიფიქრია შენზე (ფიქრი ვერ აგიშენებდა ღირსეულ სასახლეს).
მე მხოლოდ ამოვიოხრე.
მე ხშირად გხვდები, ვაკვირდები ირიბ წამწამებს, თვალები აღარ მიცქერიან ასე ნაწამებს. აღარც მიღიმის. მე კი, წინანდებურად ვწითლდები, ვოხრავ შინ მისული.
დამშორდი ისე, ხმაც არ გამეცი… წახველი ისე, არც გამიღიმე.
ხელსახოცი დავხიე სიბრაზით, მაგრამ შენი…


Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут