15.03.2011
...
34, Тбилиси, Грузия

ლერწამს ვინ ახსენებს აუგად,
უთქმელმა სიტყვებმა გამომჭრეს ყელი;
ლექსად გარდასახვას რა უნდა, -
სიმღერად ქცევაა ძნელი.

დროს მცირე სპექტაკლი დაუდგამს,
სიცოცხლეს თამაშობს ნამდვილი მკვლელი,
ფანჯრის გამოღებას რა უნდა, -
ფანჯრიდან გადაფრენა ყოფილა ძნელი.

ღრუბლებთან ვაგრძელებ საუბარს,
ღვთაებრის სასწაულს ველი;
არადა, აქ მოსვლას რა უნდა, -
იქ წასვლა ყოფილა ძნელი.

 

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут