ყველაზე უაზრო კითხვები
28, Кутаиси, Грузия

  • რატომ არ იყიდება თაგვის არომატიანი კატის საკვები?
  • რატომ არ აქვს სინონიმი სიტყვა სინონიმს?
  • თუკი კუ ბაკნის გარეშეა, უსახლკარო ჰქვია თუ შიშველი?
  • როცა მოულოდნელს ელოდები, ეს მოულოდნელი მოსალოდნელი გამოდის?
  • თუკი ვინმე ცეცხლში დაიწვა და მოკვდა, კრემატორიუმში მასზე ფასდაკლება იქნება?
  • თუკი დღეს ღამით ტემპერატურა იქნება 0° და აცხადებენ, რომ ხვალ ღამით ორჯერ უფრო დიდი ყინვაა მოსალოდნელი, საბოლოოდ ისევ 0° გამოდის?
  • რატომაა, რომ ძაღლს თუ სახეში უბერავ, ღიზიანდება, მაგრამ მანქანაში რომ აგყავს, მაშინვე ფანჯრიდან გარეთ ჰყოფს თავს?
  • ევროპელი და ამერიკელი დედები შვილებს პატარა კოვზითა და ჩანგლით აჭმევენ. ლოგიკურად, აზიელი დედები შვილებთან კბილის ჩხირებს იყენებენ?
  • რატომაა ანბანი ამ რიგით და არა სხვანაირად?
  • თუკი კატა ყოველთვის თათებზე ეცემა და კარაქიანი პური ყოველთვის კარაქის მხრით ქვემოთ, რა მოხდება მაშინ, როცა კარაქიან პურს კატას მიამაგრებ ზურგზე?
  • რატომ ვერ ისვამენ ქალები პომადას ტუჩების გაუხსნელად?
  • რატომ იხდის ხალხი ფულს იმაში, რომ ავიდეს ძალიან მაღალ შენობაზე და შემდეგ იქიდან ბინოკლით გადმოიხედოს დაბლა, განა დაბლა ყოფნისას უკეთ არ ხედავენ?
  • თუკი შიშობ, რომ იპოქონდრია (შიში იმისა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს) გჭირს, საბოლოოდ მართლა გამოდის, რომ გჭირს?
  • თუკი სიცილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რატომაა მარიხუანა აკრძალული?
  • როგორ გამოდის ანონიმურ ალკოჰოლიკთა საზოგადოება ანონიმური, როცა პირველი რამ, რასაც ამბობ არის: “გამარჯობა, მე მქვია **** და მე ალკოჰოლიკი ვარ!”?
  • რატომ ამბობენ, ბავშვივით მეძინაო, როცა ბავშვებს ყოველ 2 საათში ეღვიძებათ?
  • თუკი სასამართლო სხდომას ყრუებიც დაესწრებიან, პროცესს მაინც მოსმენა დაერქმევა?
  • რატომ ჰქვია გრძელი სიტყვების შიშს ამხელა სახელი – ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალიოფობია?
  • ამახსოვრდებათ პეპლებს მუხლუხოდ ყოფნის პერიოდი?
  • რატომ აქვთ კალკულატორსა და მობილურს ციფრების განლაგება ერთმანეთის საწინააღმდეგოდ?
  • შესაძლებელია წყალქვეშ ბუშტის გაბერვა?
  • რატომ არის მიკი მაუსი (თაგვი) პლუტოზე (ძაღლი) უფრო დიდი?
  • როცა სასამართლოზე ათეისტს გამოიძახებენ, მანაც ბიბლიაზე უნდა დაიფიცოს?
  • როცა ორი ადამიანი ქორწინდება, დასასრულს სიძეს ეუბნებიან: “შეგიძლიათ პატარძალს აკოცოთ”. რას ეუბნებიან, როცა ორი კაცი ქორწინდება?
  • თუკი ელექტროსკამზე დაჯდომამდე დამნაშავეს გულის შეტევა მოუვა, უშველიან?
  • რა უნდა ქნა, თუკი “დროის სწორად განაწილების” კურსებზე გინდა სიარული, მაგრამ დრო არ გაქვს?
  • რა არის სიტყვა საშუალოს ანტონიმი?
  • ენაბლუ ფიქრის დროსაც ბორძიკობს?

7 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут