darigeba rcheva
33, Тбилиси, Грузия

არ გირჩევ გაექცე ბედს
არ გირჩევ გადაჰყვე ერთს
არ გირჩევ გაექცე რეალობას
არ გირჩევ გაემიჯნო მეგობრობას

არ გირჩევ გადაჰყვე ვინმეს
არ გირჩევ დაემსგავსო მღვიმეს
არ გირჩევ ზემოდან უყურო სხვას
არ გირჩევ ებრძოლო აღელვებულ ზღვას

არ გირჩევ იფიქრო ყოველთვის გონებით
არ გირჩევ შეაფასო ადმიანი ქონებით
არ გირჩევ მოეროდო სხვებს
არ გირჩევ დაემალო სხივებს

არ გირჩევ გახდე ამპარტავანი
არ გირჩევ განსაჯო მამათმავალი

ნუ დადებ სიცოცხლეს სასწორზე
ნუ იფიქრებ ერთდროულად ორზე
ნუ დაიწყებ დაკარგულის ძებნას
ნუ შეეწინააღმდეგები განგებას

ნუ გამოეყოფი საზოგადოებას
ნუ შეეგუები სრულ განმარტოებას
ნუ გაუშტერებ თვალს ხედს
ნუ ეკამათები ყბედს

ნუ ჩაერევი უცნობის საქმეში
ნუ გაემგზავრები უკუნეთ ღამეში
ნუ იამაყებ ნაცნობის ღირსებით
ნუ დაეჩვევი მოქმედებას წესებით
ნუ ითამაშებ სხვების ცხოვრებით
ნუ ივლი უაზრო ზმორებით

2 просмотров
 
Комментарии
ne-o-ni 18.05.2011

ბედზე აქ არცაა საუბარი
უბრალოდ ამ სიტყვებში ”ნუ შეეწინააღმდეგები ბედს”
ეს აზრი მუსირებს:რაც უკვე ჩავლილია და წარსულია იმას არ უნდა მისტიროდეს ადამიან მთელი ცხოვრების მანძილზე

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут