შეწყვეტილი სიცოცხლე
33, Тбилиси, Грузия

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მოზარდებს უმოწყალო მკვლელობები. თვითმკვლელობათა კასკადი, ინტერნეტ თამაშების მიზეზით დაკარგული მომავალი, ვფიქრობ და ერთი თურქული სერიალის სიუჟეტი მახსენდება "მამაცი და ლამაზი" სადაც ნათლადაა ასახული ერთი თურქული სოფლის პრობლემები, აი ზუსტად ასე ვართ საქართველოში, მთლიანი მასშტაბით, აქაა როცა ჟურნალისტის მკვლელობაზე ფულს იღებს სხვა და ჯდება რამოდენიმე წელს ციხეში, აქაა როდესაც მავნებელ შვილს, უფრო მავნებელი მშობელი ხელს აფარებს და ხელს უწყობს ყველანაირად, განა აქ არ იყო არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მშობლებმა შვილს გვამის დაწვაში რომ დაეხმარნენ სოფელ ჯავახში? რა გვიკვირს? ესაა მახინჯი რეალობა, თანამედროვეობის პარაზიტული ჩვევა, სადაც არც ღმერთისთვის აქვთ ადგილი და ნამუსიც წარყწმედილი აქვთ, მერე უკვირთ გზად კაცი რომ გდია ძირს, რატომ არავინ ჩერდება და არ ეხმარებაო, იმიტომ რომ შემდეგ ის სიკეთის მსურველი ხდება განტევების ვაცი და აქეთ დასაცავი, ესაა გულგრილობის ნათელი მიზეზი, ზუსტადაც მე არ გავიხედებოდი და არც ვისურვებდი დამენახა მსგავსი სიტუაციები, აქ აზრი არაფერს აქვს, სჯობს იცხოვრო საკუთარ ნაჭუჭში, საკუთარი მეობითა და სუფთა სინდისით, ვიდრე ვიღაცის ნაავარიები ადამიანის დამტვრევა თავადვე არ დაგბრალდება და ასე ვთქვათ საკუთარ თავს არ გაუჩალიჩებ, დამნაშავეა ყველა ვინც სხვის საქმეში ცხვირს ჩაყოფს, ესაა ბრალი, ბრალი მათი ვინც დღეს ცოცხალნი აღარ არიან. ვირთხების ომში, ანგელოზებს რა ესაქმებათ....

8 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут