igavi or megobarze
40, Тбилиси, Грузия

ერთხელ ორი მეგობარი ციხიდან გაიქცა. მათ, სამშვიდობოზე გასასვლელად ძალიან დიდი უდაბნო უნდა გადაელახათ. გადიოდა დღეები, მეგობრები შეუპოვრად მიიწევდნენ წინ, მაგრამ უდაბნო არ თავდებოდა.

ერთხელ მეგობრებმა წაიკამათეს და ერთმა მეორეს მწარე სილა გააწნა. მისმა მეგობარმა მწარე ტკივილი განიცადა, მაგრამ არაფერი არ თქვა.


უბრალოდ, ის ადგა და ქვიშაზე დაწერა: "დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა სილა გამაწნა".

ამის შემდეგ კი მეგობრებმა ხმაამოუღებლად განაგრძეს გზა და რამდენიმე დღის შემდეგ უმშვენიერეს ოაზისს მიადგნენ. როდესაც წყურვილი მოიკლეს, ტბაში ბანაობა გადაწყვიტეს.

აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მეგობარს, რომელმაც მეორისაგან სილა მიიღო, ცურვა არ სცოდნია და კინაღამ დაიხრჩო. დიდი წვალების შემდეგ, მისმა მეგობარმა გადაარჩინა ის და ნაპირზე გამოიყვანა.

როდესაც ის გონს მოვიდა, აიღო სიპი ქვა და მასზე შემდეგი სიტყვები ამოტვიფრა: "დღეს ჩემმა საუკეთესო მეგობარმა სიკვდილს გადამარჩინა".

ამის დანახვაზე მეგობარმა, რომელმაც სილა გააწნა და სიკვდილს გადაარჩინა, მეორე მეგობარს ჰკითხა:

- როდესაც მე შენ გაწყენინე, შენ ეს ქვიშაზე დაწერე, ხოლო ახლა კი ქვაზე წერ.

ძალიან გთხოვ მითხარი რატომ?

რაზეც მეგობარმა მიუგო:

- როდესაც ვინმე გვაწყენინებს, ჩვენ ეს ქვიშაზე უნდა დავწეროთ, რათა ქარმა შეძლოს მისი წაშლა. მაგრამ, როდესაც ვინმე სიკეთეს გაგვიკეთებს, ჩვენ ეს აუცილებლად ქვაზე უნდა ამოვტვიფროთ, რათა ვერანაერმა ქარმა ვერ შეძლოს მისი წაშლა.

17 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут