20.10.2012
111
40, Тбилиси, Грузия

არავინ რჩება განუკითხავი,

გრძნობა არ არის მოდა,
იქნებ ძალიან ბევრი გითხარი,
იქნებ – ძალიან ცოტა...
მზემ რომ ათასჯერ სხივი მომფინა

ან წვიმა მწერდა წერილს,
ის სხივი შენი შუქი ყოფილა,
წვეთები – შენი ცრემლი.
ისევ არ ცხრება წვიმა სისხარი,
ქარი ასკდება პორტალს,
ის ერთი სიტყვაც, ძლივს რომ გითხარი,
ჩემთვის არ იყო ცოტა.
და რაც ჩემთვისაც ვერ გავიმეტე,
მინდოდა მხოლოდ შენთვის,
რომ მიყვარდი და ვერ გაგიბედე,
ამიტომ დამსჯის ღმერთი.
ჩარაზულ სივრცეს უკვე ჩემი ხმა
შემორჩა ბოლო ნოტად,
შენ ჩემთვის ახლაც ძალზე ბევრი ხარ,
მე შენთვის – ძალზე ცოტა

7 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут