არ მესმის როდესაც ამბობენ მიყვარდა
33, Тбилиси, Грузия

არ მესმის როდესაც ამბობენ მიყვარდა,
არადა დრო იყო ოცნებებს მიყავდა,
განა სიყვარული დახლზე რიგდება,
ბაზარში იაფად როდი იყიდება.

გიყვარდა არც გყვარებია მე ასე მესმის,
დაკარგვა მწარეა როგორც ნაჩხვლეტი ნემსის,
ზოგი ბრმა არის ვერ ხედავს ვერ გრძნობს,
ამიტომ სიყვარულს ვერ განიცდის ვერ ფლობს.

გვიყვარდეს მუდამ მხოლოდ ერთი,
და იყოს უნდა ის ჩვენი ღმერთი,
გავუფრთხილდეთ, დავაფასოთ მოვეპყრთ ნაზად,
რათა ცხოვრება არ ვაქციოთ საბრძოლო ბაზად.

4 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут