მეყვარები შორიდან
33, Тбилиси, Грузия

მე შენში ვხედავ კაშკაშა მზეს,
რომელიც მითბობს უამრავ დღეს,
დავდივარ უშენოდ ქუჩაში მთვრალი,
გამოდი შეგავლო ლამაზმანს თვალი.

შენ ხარ პატარა ის ნაზი ია,
ყვავილთა შორის რომ ლამაზია,
მუდამ თან აგდის მისი სურნელი,
შემყარე სენი მე განუკურნელი.

ოხ რა გვიან გადის ეს წამები,
შენზე ფიქრებით ღამეები ნაწამები,
უშენობას მე ძალიან განვიცდი,
დამიჯერე მხოლოდ შენ ერთს დაგიცდი.

ჩემი სიყვარული ფეხქვეშ დაიგე,
გულის კარები სხვისთვის გაიღე,
არადა გიხდებოდა როგორ გშვენოდა,
მუდამ გვერდში გედგა ძალიან გშველოდა.

ნაზად გამიღიმებ გვერდით ჩამივლი,
გული მატკინე ეს არ გამივლის,
საღამოს მოვალ სიყვარულს მოგიტან,
მაინც ვიტანჯებ მეყვარები შორიდან.

0 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут