უფალმან შეჰქმნა სამყარო
33, Тбилиси, Грузия

უფალმან შეჰქმნა სამყარო,
პირველად მან ჰქმნა სინათლე,
ნათელს შემდეგ შვა ბნელეთი,
ბნელეთს კი ჩვენი ხმელეთი.

ხმელეთს მოჰფინა მიწანი,
მიწაზე უხვი ბუნება,
ბუნებას წყალი და ფერი,
სიცოცხლეს აკლდა ჰაერი.

ღმერთმან წარმოსთქვა სიტყვები,
შეჰიქმენ ცხოველ-ფრინველი,
უბოძა ცოცხალთ გულია,
გულებს ჩაჰბერა სულია.

რომ გააცოცხლა სამყარო,
იგი აკლდა მას რაღაცა,
მიწა-წყლისაგან მტვერი ჰქმნა,
მისგან კი მან მე შემქმნა.

მარტოს მიჭირდა მე ყოფნა,
ღმერთმან მიბოძა ქალია,
შეჰქმნა მან ჩემის ნეკნითა,
გველმა აცდინა ენითა.

მაშინ განრისხდა უფალი,
მის ედემიდან გამოგვაძევა,
სამყარო იყო ძალიან ფართო,
შემოვრჩით მხოლოდ მე და ის მარტო.

კაცი ჰქმნა მიწის მტვერითა,
ქალი კი კაცის ნეკნითა,
გველის ენითა ნაქებარია,
ჩემი მეორე ნახევარია.

4 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут