ის რაც ყოველთვის მინდოდა მეთქვა
33, Тбилиси, Грузия

ის რაც ყოველთვის მინდოდა მეთქვა,
როცა ვერ ხვდები საიდან ვიწყებ,
მკერდში ხშირდება ამ გულის ფეთქვა,
ვშიშობ რომ კვლავაც გულს ისევ მიტკენ.

ყველგან ყოველთვის შენ ჩემი გერქვა,
ყოველდღიურად შეხვედრას გიცდენ,
სიამაყისგან ძნელია ვერ ვთქვა,
ისარს რომ მესვრი მუდამ რად ვიცდენ.

მინდა ვიცოდე მხოლოდ მე ერთმა,
რომ მუდამ გული იწევდა მისკენ,
გამიგოს ნეტავ უფლმა ღმერთმა,
ჩემო ლამაზო ამას ნუ მიწყენ.

მოვკვდი დამადეს საფლავზე მე ქვა,
კუბოში ჩამდეს და წამიღეს მთისკენ,
ბევრჯერ ვეცადე მისთვის ეს მეთქვა,
რომ ჩემი გული იწევდა სხვისკენ.

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут