სიხარულისთვის ადამიანს რა
ცოტა ჰყოფნის,
რა ცოტა უნდა იმისათვის,
გული ატკინო,
ზოგჯერ ნამცეცი თანაგრძნობაც
წამლად იქცევა...
კაცი ღიმილით, შეგიძლია
შემოაბრუნო!
დიახ!–სულ ცოტა, ცოტა გვინდა სიხარულისთვის,
ცივ ადამიანს, ცხოველიც კი
არ ეკარება...
მივცეთ ეს ცოტა...ერთმანეთს რომ
მიზანი გვქონდეს,
სანთელ საკმევლის გზა არასდროს
დაიკარგება!
Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.