გული მოკანკალე, შეშინებული, ოდნავ მფეთქავი
37, Тбилиси, Грузия

გული მოკანკალე, შეშინებული, ოდნავ მფეთქავი,
გული გაყინული, დაწურული უკვე ბოლომდე,
გული დამწყვდეული, გამოუშვი, წყალობა ჰყავი,
გული დაიხსენი, ეგებ მოახერხო რამე, როგორმე...
გული გელოდება, დაბერებული,ისე გამოცვლილი,
ხან დაკარგული,ხან ნაპოვნი, ახლა პატიმარი,
გაათავისუფლე, ხელზე დაისვენე ძალაგამოცლილი,
ასე გაშვებული, ასე მიშვებული, ცოცხალი–მკვდარი...

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут