იყიდეთ ვინმემ, დაფლეთილი არ გინდათ გული?
37, Тбилиси, Грузия

იყიდეთ ვინმემ, დაფლეთილი არ გინდათ გული?

წამით შეჩერდით, იაფი თანაც ძალიან.
არა, საერთოდ არ სჭირდება ოქრო და ფული
და რაც აკლია მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ბრალია.....
გაგეცინება.. თბილი სიტყვა სჭირდება ერთი....
რატომ ან რისთვის გევედრებით შემდეგ განსაჯეთ...
არა, კისერზე ცოდვა არ აქვს კაცის და ღმერთის,
ის ჭეშმარიტი სიყვარულის მუხლით დასაჯეს...
და ერთ თბილ სიტყვას, ერთ თბილ სიტყვას ვინც გაიმეტებს,
თუნდ ტყუილების გახვეული იყოს გუდაში,
და ვინც გათელილს ამიშენებს ისევ იმედებს,
დარჩენილ დღეებს უყოყმანოდ მივცემ ხურდაში....
თუმცა მყიდველმა უნდა დადოს რთჲლი პირობა,
უყვარდეს მხოლოდ პოეზია და სილამაზე,
სწამდეს ნამდვილი სიყვარულის უნაპირობა,
სძულდეს ყოველი ბოროტება ამ ქვეყანაზე.....
რატომ დაფიქრდით, მხოლოდ თქვენგან ველი განაჩენს,
ნუთუ იმედის ნაპერწკალსაც არვინ მპირდება,
უფსკრულის წინ მდგარს კვლავ სიკეთე თუ გადაარჩენს,
თორემ ტანჯვაა, მესაფლავე არა სცილდება..
და ერთ თბილ სიტყვას, ერთ თბილ სიტყვას ვინც გაიმეტებს,
თუნდ ტყუილების გახვეული იყოს გუდაში,
და ვინც გათელილს ამიშენებს ისევ იმედებს,
დარჩენილ დღეებს უყოყმანოდ მივცემ ხურდაში..

9 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут