წუთი მინატრია, წუთი ღიმილების
37, Тбилиси, Грузия

წუთი მინატრია,წუთი ღიმილების,
მსურდა არ მქონოდა ბედთან ჩივილები,
დილა მინატრია მზით და სიხარულით,
მუზა წაკიდებულს დიდხანს სიარული.
ღამე მინატრია,ღამე გაგიჟების,
ახლოს მოარული თბილი ნაბიჯები.
სახლი მინატრია სითბო ავსებული,
გული ნაერთგულებ გრძნობით გავსებული.
ყველა აღტაცება ლექსად დაწერილი
წამი საათამდე თმენით გაწელილი.
მართალ თვალებისთვის ცქერა ბედნიერი,
ნდობას შეჩვეული, გრძნობა ნებიერი.
ლოცვა მინატრია,არა შიშნეული,
გული იმედიან ფეთქვას მიჩვეული,
ხელი მინატრია,მხრებზე შეხებული,
თუნდაც ჩითის კაბა,ოღონდ შექებული.
ასე იმედ-იმედ ვკეცე განთიადი,
ვეღარ გავიზარდე, ვეღარ ავფრთიანდი.
ბედს რომ მოველოდი,ნატვრებს მახარებდა,
სხვასთან წავიდა და ჩემზე ხარხარებდა.

0 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут