მე მიხარია თქვენი გულები
37, Тбилиси, Грузия

მე მიხარია თქვენი გულები
და ამიტომაც გიძღვნით სტრიქონებს.
როდესაც სუნთქვას ვიგრძნობთ აპრილის,
ზამთრის სიცივეს ვინ მოიგონებს?..

ვინ მოიგონებს სევდით განთიადს,
ანდა სიბერეს, სიშიშვლით ქცეულს.
როდესაც ხმათა მრავალჟამია,
როდესაც ღვინოს მივართმევთ სხეულს.

იგრძენით სხივი მხურვალე ტანში,
შლეგი გრიგალი ტალღოვან თმაში.
იგრძენით, როგორ აფეთქდა თმენა.
იგრძენით რომ არ დაბერდა ვნება.

ო, რა გიჟია... მარტის კვირტებში
აპრილის სუნთქვის მხურვალე განცდა.
მთვარის ქორწილში მზე, რომ გადნება
და ზღვის ტალღებში ბილიკით ჩავა.

გულში მომწერეთ, წერილი გულში.
იქ, სადაც სისხლი მუდამ მთვრალია.
თქვენი შეგრძნება მე მინდა სულში.
ფიქრებთან გრძნობა გადამდნარია.

როგორ მიყვარს თქვენი მზერა,
სადღაც ცას , რომ სიღრმეს სტყორცნის.
გულს, რომ სული ეფინება,
კრძალვით მზესთან თოვლიც მოდის.

გადათუთქულ მარგალიტებს ერთად,
წამწამებთან შეგიგროვებთ ლოცვით.
არ გამიქროთ, გევედრებით ზეცა,
ეს ცა ჩემთან სიყვარულით მოდის.

შალვა ლონდარიძე

0 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут