19.03.2012
...
44, Грузия

ისევ, გარდასულ დღეებს მოველი…
ფიქრები ისევ, შენთვის ტირიან…
და სიყვარულის წვეთი ყოველი…
კვლავ, უშენობით გადაღლილია…

ისევ, შორიდან შევყურებ წარსულს…
უძირო ღამის გოდებას ვისმენ…
გიხსენებ ისევ, ფიქრებში წასულს…
და ღამე შენით სავსეა ისევ…

რომ მენატრები, ასე ძალიან…
რომ გელოდება, ჩემი თვალები…
ვიცი, რომ ჩემთვის არა გცალია…
ვიცი, რომ აღარ შეგიყვარდები…

შენსკენ მომავალ ფიქრებს შევკადრე,
არადა, გულში სევდა შემოვა…
რამხელა გზაა თურმე შენამდე…
და როგორ მტანჯავს მე უშენობა…

კვლავ, უშენობით გადაღლილია…
ეს სიყვარული, წვეთი ყოველი…
ფიქრები მაინც, შენთვის ტირიან…
მაინც, გარდასულ დღეებს მოველი…

2 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут