19.03.2012
...
44, Грузия

არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი,აღარც ის მახსოვს როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიღვენთა...საიდან გაჩნდა ფიქრი იმაზე ვინც დღეს ასე მენატრება,ანდა როდის მოვიდა ჩემთან მარტოობით სულდაკაწრული,როდის დამაყრდნო თავი მხარზე და დაღლილი ფიქრი ჩამოასვენა...მერე თანაბრად ვიყოფდით სევდას...შემდეგ ზგღაპარი გამოვიგონე და დავიჯერე რომ ბედნიერი ვიყავი,სულის სიმაღლე გამოვიგონე და სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან,მერე კი როცა სული ჩავუდგი მივხვდი თუ როგორ დავცილდი საწყისსს.ვერ შევეგუე ხორცადქცეული ღმერთის ხილვას და შემეშინდა სიცარიელის,ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩამქრალ კოცონს და როცა უკან მოვიხედე,სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს...ახლა მარტო ვარ და დარდი მივსებს ცარიელ დღეებს,ხანდახან ხსოვნა ამტკივდება და ვაგროვებ გაფანტულ ფიქრებს ცხადად თუ სიზმრად...ხანდახან კი სულის სარკმელს ვაღებ და დარდს ვამზეურებ...კრიალოსანზე ჩამოვმარცვლე ჩემი წარსული...

9 просмотров
 
Комментарии
aMIRZAde 19.03.2012

მერე რა უნდა ქნა?

aMIRZAde 19.03.2012

მერე რა უნდა ქნა?

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут