22.08.2012
...
44, Грузия

შემოდგომის ფერებია, ცაში... დილაა და თმას მისველებს წვიმა... თურმე, როგორ მყვარებიხარ მაშინ... ახლა, უფრო მენატრები ხშირად... ფოთლებივით ქარს გაყვება სევდა... და მზეც, სადღაც ემალება ნისლებს... შენი კოცნა ისევ გამახსენდა... თურმე, ახლაც მენატრები ისევ... ყოველ ღამე ვლოცულობდი შენზე... ყოველი დღე, იწყებოდა შენით... გახსოვს, ღამე? ჭორაობდა ჩვენზე... სიყვარული აგიჟებდა ჩვენი... მთელი ღამე, მზეს უაზროდ ვეძებ... ახლა, დილაც უშენობით ბინდდება... თუ გიყვარვარ, ჩემს ნახვასაც შეძლებ... შენი კოცნა ჰაერივით მჭირდება... მოგონებებს ახლა ვეღარ ვეხები... ის, რაც იყო, გასრულდა და გათავდა... ღამე იწვა, მზე კი წვიმის წვეთებით... ჩვენს სიყვარულს უსასრულოდ ხატავდა... საწოლს ახლაც, ასდის შენი სურნელი... ხედავ? გარეთ ნაღვლიანი ცაა... ქარი ისევ მეფერება სულელი... დილაა და შემოდგომაცაა.......

4 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут