23.03.2012
...
44, Грузия

ცრემლით გაიჟღინთა შენი მონატრება,
გარეთ სიცივეა და აქაც საკმაოდ
ცივა და ტკივილსაც ვეღარ ვუმკლავდები,
ვხვდები, რომ ფიქრები ახლაა ამაო...

ჩვენს შორის ათასი, ათასი „გელი“- ა,
მანძილსაც სევდიან მეტრებად დავითვლი,
ახლა, ხომ ჩემს ლექსებს სულ სხვები ჰყვებიან,
შორს ხარ და ზღვის თავზე ვარსკვლავებს დარაჯობ...

ათასი ან მეტი წამია ჩვენს შორის,
სევდის სიმფონიას დაუკრავს მაესტრო,
გული მონატრებას ჯერ ვერ შევაჩვიე
მინდა მოხვიდე და ფიქრებით გაგენდო...

სევდიან სიმღერებს შენთვის რომ ვმღეროდი,
სიტყვები ცრემლებად იღვრება ფურცლებზე,
მე ისევ მიყვარხარ და კვლავაც სიტყვებით
გიმღერებ ოდესმე შენს ლამაზ პიესებს...

ფიქრში გავატარე წინა დღეები და
ხვალაც მონატრებას ვცდი ბოლოს მოვუღებ,
ახლა ჩემი გული უფრო იერით ჰგავს,
შორს წასულ გემზე, რომ თოლია იბუდებს...

სევდისფრად გხატავდი მე წუხელ სიზმარში,
ვარსკვლავი კვლავ ფუნჯად მეკავა ისევე...
მე ხომ მიყვარხარ და მიყვარხარ კვლავ გულით,
რომელიც დატანჯა შენმა მონატრებამ,
მზე, ზღვა,ნოემბერი და ისევ სიჩუმით,
გული დაიღალა...შენ რა გენაღვლება?..


გახედავ ზღვის იქეთ და სადღაც ჰორიზონტს
გაკრთება სევდიან ფიქრებად ეს სევდა,
ვერ ვიტან ამ გრძნობას, მე ბოლო მომიღო,
მე ბოლო მომიღო შენმა მონატრებამ...

11 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут