01.04.2012
...
44, Грузия

სიყვარულსაო, მალვა უნდაო,
მაგრამ როგორი დამალულია?
აბა მითხარით როგორ დავმალოთ,
როცა სიცოცხლე, სიყვარულია.
სიყვარულია ყოველი დილა,
ყოველი დღეც ხომ სიყვარულია.
სიყვარულია მზე რომ ამოდის
და სიხარულით გიძგერს გულია.
სიყვარულია რომ გაგაღვიძებს,
თვალს ოცნებისგან არ მოსდის რული.
როცა პატარა დაიწყებ ტიტინს,
მაშინ იწყება ის სიყვარული.
როცა პირველად ვეძახით დედას,
როცა პირველად ვადგავთ ნაბიჯებს.
ეს სიყვარული მაშინ გვეწვევა,
იმ პაწაწინა გოგონებს–ბიჭებს.
დაუფარავი სიყვარულია
როცა საღამოს მზე მშვიდად ჩადის.
სიყვარული ხომ არ იმალება,
იგი ჩვენს შორის გახსნილად დადის.
სიყვარულია ათივე მცნება,
რასაც გვასწავლის ქრისტეს რჯულია.
სიყვარულია ჩვენ რომ ვლოცულობთ,
და თვით უფალიც სიყვარულია.
მაშ რატომ ვმალოთ თუკი ასეა?
რად დავამძიმოთ ჩვენი სულია.
სხვისა არ ვიცი მე კი ვაცხადებ.
რომ ძალზე მიყვარს სიყვარულია!!!

2 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут