18.07.2013
...
44, Грузия

უფალს ვთხოვე წაეღო ჩემი სიამაყე და მან მიპასუხა-არა. მითხრა: სიამაყეს კი არ ართმევენ , მასზე თავად ამბობენ უარს. ვთხოვე განეკურნა საწოლს მიჯაჭვული ჩემი ასული. მან მიპასუხა- არა. მითხრა: მის სულს არაფერი ემუქრება, სხეული კი მაინც მოკვდება. უფალს ვთხოვე, ებოძა ჩემთვის მოთმინება. მან მიპასუხა-არა. მითხრა, რომ მოთმინებას განსაცდელის შედეგად ეუფლება ადამიანი, მას კი არ აძლევენ , არამედ იმსახურებენ… კვლავ ვთხოვე უფალს, ბედნიერება მოეცა ჩემთვის და მან მიპასუხა- არა. თქვა, რომ მხოლოდ ლოცვა-კურთხევას იძლევა. ბედნიერება კი თავად უნდა გამოძერწოს ადამინმა. მე ვთხოვე უფალს, ტკივილისაგან მაინც დავეცავი. მან მიპასუხა-არა. ტანჯვა ადამიანს ამქვეყნიურ საზრუნავს ავიწყებს და მისკენ უკვალავს გზას. მე ვთხოვე უფალს, სულიერად სრულქმნილი გავეხადე. მან მიპასუხა-არა. სული თავისით უნდა გაიზარდოს. მე ვთხოვე უფალს, ესწავლებინა ჩემთვის ისე მყვარებოდა ყველა ადამინი, როგორც მას ვუყვარვარ მე. ბოლოს და ბოლოს, შენ მიხვდი, რაც უნდა მთხოვო,-მითხრა ღმერთმა. მაშინ მე ვთხოვე და განსაცდელს შემამთხვია, რათა სული გამოეწრთო ჩემი. სიბრძნე ვთხოვე და უამრავი პრობლემა დამატეხა თავს, რომელთა გადაჭრასაც უდიდესი ძალისხმევა სჭირდებოდა. ვაჟკაცობა ვთხოვე და საფრთხე მომივლინა, სიყვარული ვთხოვე და უამრავ უბედურს შემახვედრა, რომელთაც ჩემი დახმარება სჭირდებოდათ. კეთილდღეობა ვთხოვე და უფალმა ამის საშუალებებიც მომცა. ვერაფერი მივიღე იმისგან, რაც მინდოდა, მაგრამ ღმერთმა მიბოძა ყველაფერი ის, რაც უთუოდ მჭირდებოდა. მან შეისმინა ჩემი ლოცვა.

/დედა ტერეზა/

8 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут