13.07.2012
...
44, Грузия

საღამო იყო თანაც ძლიერ ძლიერ ციოდა, ვიჯექი მარტო,გავყურებდი შორეულ წარსულს... შენი უიმედო მონატრებით გული მტკიოდა შენთან სიმარტოვე ო რაოდენ ძლიერ მინდოდა. საღამო იყო ვარსკვლავების წვიმა ცვიოდა, ვიჯექი მარტო შეუმჩნევლად ცრემლიც მდიოდა... შენი ჩახუტება,მოფერება ისე მინდოდა დრო კი ამ ნატვრაში შეუმჩნევლად ძლიერ მიჰქროდა. საღამო იყო ჩამი-ჩუმი არსად ისმოდა, მე კი წარსულზე მოგონების ფიქრი მათბობდა... არ მეგულება პიროვნება ვინც არ იტყოდა ნეტავ წარსულში,სულ ცოტა ხნით მაინც მამყოფა. საღამო იყო ისევ ისე ძლიერ ციოდა, ჩემი სიბრალულით ღრუბელსაც კი ცრემლი სდიოდა... ისე გნატრობდი,სინანულით ცაც კი ტიროდა ჩემი სიბრალულით ნიავიც კი არსად იძრწოდა. საღამო იყო...ამ თვალებში სული კიოდა და იცი რატომ? უშენობით გული სტკიოდა

5 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут