გავხდი შენი გრძნობის ემიგრანტი
სისხლი ადუღდა და შეფერადდა,
რადგან იმნაირად შემიყვარდი
როგორც კვაზიმოდოს ესმერალდა.
მკრთალი ოცნებები შეიფარე
დედის საოცარი სახელი გაქვს,
რადგან იმნაირად შემიყვარდი
როგორც ყრმა ჟოფრეის ანჟელიკა.
სრულად ამ ბოლო დროს ჩემი ხარ და
გულზე იმედები მომეფინა,
რადგან იმნაირად შემიყვარდი
როგორც ნაპოლეონს ჟოზეფინა.
სულში დამწყვდეული ლეტარგია
დროის სტრიქონებით ვურიე და
ვიცრე ისეთივე სიყვარული
როგორც რომეომ და ჯულიეტამ.
ტანმა ჟრუანტელი შეიფარდა
ვნებაც სისხლძარღვებში შეაბიჯებს,
რადგან იმნაირად შემიყვარდი
როგორც ყმაწვილ დანტეს ბეატრიჩე.
ვწერ და ვფიქრობ ზემოთ ჩამოთვლილებს
სჭირდათ შეგრძნებათა ანემია,
მაგრამ როგორც მე შენ შემიყვარდი
ისე არცერთ მათგანს ჰყვარებია.
გწამდეს . . .
ვწერ და ვფიქრობ ზემოთ ჩამოთვლილებს
სჭირდათ შეგრძნებათა ანემია,
მაგრამ როგორც მე შენ შემიყვარდი
ისე არცერთ მათგანს ჰყვარებია...
??? *SCRATCH* *SCRATCH* *SCRATCH*