23.03.2012
*****
38, Тбилиси, Грузия

არ გაიჯერო თითქოს მაკლიხარ,

არ დაიჯერო თითქოს გინატრე,

შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით,

შენ ხომ ჩემში ხარ როგორც სინათლე.

ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა,

ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს,

რად ვერ ამჩნევენ რომ მზესავით,

შენი თვალები დააქვს ჩემს თვალებს.

როგორ თქვეს ჩემზე ცხოვრობს ეულად,

და გულზე დარდებს იკრავს ღილივით,

გამკვირვებია რად ვერ შენიშნეს

ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი.

უკვირთ აღმართზე მყარად რომ მივალ,

მე ხომ გეყრდნობი მხარზე გოლიათს,

გამკვირვებია როდესაც ვტირი

და ის ცრემლი მარტო ჩემი ჰგინიათ.

მე შენი სული მიმაქვს სხეულით,

მინდა ლაჟვარდის ფრთებზე გარწიო,

და უკვდავებას თუ ვერ ვუბიძებ,

ლექსებად მაინც გადავაქციო......

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут