"შენ არ იცი რომ არიან ღარიბნიც,არის სადმე სიმწარითა ცხოვრება..."
24, Батуми, Грузия

ყველას კარგათ მოგვეხსენება რომ დღეს მეტად მძიმე პირობებში გვიწევს ცხოვრება.ცხოვრება ეკონომიკურ სიდუხჭირეში, მცირე გამონაკლისის გარდა,რომელიც მძიმე ტვირთად აწვება ადამიანებს.ყველაზე ცუდი კი ისაა რომ ეს ყოველივე ყველაზე უმთავრეს ღირებულებას გვაკარგვინებს,რაც კი ადამიანში არსებობს უფლისგან მინიჭებული,ყველაზე დიდი სათნოება-კაცთმოყვარეობა და სხვისი ტკივილის საკუთარ ტკივილად აღქმა,ურთიერთთავგანწირვა და ერთმანეთის მიმართ მზრუნველობა.საქართველო მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანაა ვამბობთ ჩვენ და სხვებიც ამას იმეორებენ,მართლმადიდებლური,ანუ ყველასგან გამორჩეული,ყველაზე მეტად მიახლოებული უფალთან,მის მცნებებთან,რომლისთვისაც არაცდროს გადაუხვევიათ ჩვენს წინაპრებს და ყოველგვარი სიახლის და შელამაზების გარეშე უცვლელათ ატარეს 2000წელი,ასეთი სახით გადმოგვცეს ჩვენ.ჩვენ კი დაგვავიწყდა რომ ეს გზა არაა ია-ვარდით მოფენილი,ეს კი ძალიან გვიმძიმს,გვსურს რომ ამქვეყნიური სამოთხეც ვიგემოთ,რასაც ქვია მატერიალური ფუფუნება,საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა უმთავრეს ოცნებათ და მეორეს მხრივ იმქვეყნიური ნეტარებაც.შევდივართ ეკლესიებში,ბევრს ვლოცულობთ,ვმარხულობთ ჩვენს სულების გადასარჩენათ ვზრუნავთ,ანუ საკუთარი თავის გარშემო ვტრიალებთ,ჩვენს ნაჭუჭში ვართ შეკეტილი და ამის იქით რა ხდება ჩვენ აღარ გვეხება,ეკლესიის გარეთ მთავრდება ჩვენი მორწმუნეობა. ავიღოთ იესო ქრისტეს ცხოვრება ამქვეყნად.როგორი სიწმიდით ცხოვრობდა,სულ ლოცულობდა,ადამიანები უყვარდა და მათზე ზრუნავდა,ეს საკმარისი იქნებოდა თითქოს მის მსგავსად მოღვაწისთვის სულის იმქვეყნიურ სასუფეველში დასამკვიდრებლათ,ისევე როგორც დღეს ხდება თანამედროვე მორწმუნეებში,მაგრამ ვხედავთ არ ყოფილა ეს საკმარისი,როცა საკუთარ სულის გადარჩენაზე ვზრუნავთ,არც უმთავრესი.ამის გამო ჯვარზე არ გააკრავდნენ მას,აქ უფრო სხვა რამ ყოფილა თურმე.როცა უფალი ხედავდა გაჭირვებულებს,უსამართლობის მსხვერპლს,ხმას იმაღლებდა,არ ეპუებოდა უსამართლობის ჩამდენთ,როცა ხედავდა გაჭირვებულთ,მათი სატკივარი საკუთარივით სტკიოდა,როცა სიმართლისთვის დევნილს იცავდა,თავადაც იდევნებოდა,ანუ ამქვეყანამ ვერ იგუა სიმართლის დამცველი,უბრალო ადამიანების გვერდითმდგომელი,მათი მოამაგე და მფარველი,ამიტომ გააკრეს ჯვარს.დღს გავსილია ტაძრები ადამიანებით,უამრავი ქრისტიანად წოდებული,მაგრამ ქრისტეს მიმდევრება მეტად ცოტანი'ქრისტეს მიმდევრები კი ქრისტეს მხედრებია,რომლებმაც იციან რომ ეს ცხოვრება მხოლოდ ბრძოლაა ბოროტს და კეთილს შორის ცხოვრების მანძილზე,ბრძოლაა სამართლიანობას და უსამართლობას შორის,ეროვნულობას და ანტიეროვნულობას შორის,მამულიშვილობას და ვაიმამულიშვილობას შორის.ქართველობას და ვაიქართველობა შორის'მართლმადიდებლობას,ჩვენი სათაყვანებელი სარწმუნოებას და მის მტრებს შორის.დღეს რატომღაც ასეთი აზრი მუსირებს საზოგადოებაშიც და ზოგადათ ეკლესიაშიც სამწუხაროთ, რომ მორწმუნე მრევლი შორს უნდა იდგეს პოლიტიკისგან მისი სიბინძურის გამო,ბინძურათ იგი ბინძური ქცევის ადამიანების მიერ იქცა ,თორემ ჭეშმარიტი მამულიშვილი ქრისტიანული სულით აღზრდილი ერისკაცები ,ზნეობის მთესავი ადამიანები მათი ქრისტიანობიდან და ზნეობიდან გამომდინარე რამდენ კარგ საქმეს გააკეთებენ ერისათვის.მანამდე კი,სანამ მხოლოთ ჩვენს ნაჭუჭში ვართ ჩაკეტილნი,ჩვენი სულის გადარჩენაზე ვფიქრობთ მხოლოთდა ხელს არ ვანძრევთ საზოგადო საქმისათვის,ერთსულოვნებისათვის და გაერთიანებისათვის,სანამ სხვისი ჭირი ღობეს ჩხირია,ჩვენს ეგოისტურ კეთილდღეობაზე ვფიქრობთ და ვიღწვით მხოლოთ და თვალს ვხუჭავთ უსამართლობაზე,ხმას არ ვიღებთ სიმართლისთვის დევნულთა დასაცავათ,ამდენი მათხოვრათქცეული ადამიანების მიმართ გულგრილნი ვართ,მათი მძიმე ყოფაცხოვრება არ გვაღელვებს და არ ვიმაღლებთ ხმას მათ დასაცავათ'განსაცდელში ვტოვებთ მათ,როცა ასე იტანჯებიან და იყინებიან ლუკმა პურის გამო,იმ ადამიანებს წაიყვანს უფალი თავისთან,რადგან სწორეთ ისინია დღეს თანამედროვე მოწამენი'ამა სოფლის გულგრილობის მსხვერპლნი,მანამდე ჩვენ არც მორალური და არც არავითარი უფლება არ გვექნება ვიწოდებოდეთ ქრისტიანებტ,ქრისტეს მიმდევრებათ,ქრისტეს მხედრებათ.უფალი ბრძანებს არცერთი მონა მის ბატონზე მეტი არარისო,ნურავინ ვიფიქრებთ რომ უფალს ჭკუით მოვატყუებთ ,ქრისტეს მხედრობა მატერიალურ კეტილდღეობას ვერასოდეს გაიხდის ცხოვრების მიზნათ.მისი მიმდევრები ია-ვარდით მოფენილი გზით ვერასდროს ივლიან.ღმერთმა გვაღირსოს ერის სულიერი გამოფხიზლება კვლავაც მის მხედრებათ ვიქცეთ,როგორც საუკუნეების განმავლობაში ვიყავით ერთსულ და ერთხორც,ქრისტეს მხედარი უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლია წმიდა გიორგის მსგავსად და მისი მადლი შეგვეწიოს ყველას.

2 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут