26.10.2012
@@@@
24, Батуми, Грузия

  • სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი,

მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი,

გულში ჩამიკარი, გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

სანამ სიყვარული ისევ შემიძლია ,სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი,

ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი,

მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან,

მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს იჩუმის ტრფიალი ,

მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ,

მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი.

სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე ,მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით,

გული არ მატკინო , თორემ ცრემლების ღვრა , როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...

4 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут